ბინის გათბობის საუკეთესო და უარესი მეთოდები, როცა გამათბობელი არ გაქვთ

0
224

ცივ ზამთარში ბევრ ოჯახს გათბობის და დენის გარეშე ცხოვრება უწევს. გიამბობთ, როგორ გათბეთ ზამთარში, როცა გაზი და დენი გამორთულია. Paparazzi გათბობის სხვადასხვა მეთოდს გიზიარებთ.

როგორ გათბეთ ზამთარში – პირველ რიგში, სახლი სითბოს დაკარგვაზე შეამოწმეთ. მაშინ, როცა სითბო ნაკლებია, ეს მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფანჯრები და კარები შეამოწმეთ. დარწმუნდით, რომ ისინი სრულად დახურულია. თუ ხვრელები არის, პოროლონით ამოავსეთ ან სკოჩი დააწებეთ. თუ სახლში სითბო არაა, მისი შენარჩუნების მეთოდები უსარგებლოა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გამოცდილი მოგზაურების რჩევებს, ასევე ხალხურ მეთოდებს, როგორ გათბეთ ზამთრის სუსხიან დღეებში.

ზოგადი რჩევები – დავიწყოთ იმ რჩევებით, რომლებიც არც ერთ კატეგორიაში შედის. პირველ რიგში, თუ მზიანი დღეა, ფარდა ყოველთვის გადაწიეთ. მზე ფანჯრიდან ჰაერს გაათბობს და ოთახში უფრო დათბება. ცივ ამინდში და ღამით ფარდა გაშალეთ, რომ ცივი ჰაერის შემოსვლას ხელი შეუშალოთ. მეორეც, მუდმივად იმოძრავეთ. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თან დამატებით სითბოს მოგცემთ. მნიშვნელოვანია არა ოთახის, არამედ სხეულის გათბობა. სიტყვაზე, იაპონელები ამ წესს იყენებენ, რომ ზამთარში სახლში გამათბობლის გარეშე გათბენ. ამავე კატეგორიაში შედის ცხელი სასმელები. ცხელი ჩაით ან წყლით ორგანიზმი შიგნიდან გაათბეთ. მთავარია, ბევრი შაქარი არ დაუმატოთ. ვინმესთან ერთად გამოზამთრებაზეც დაფიქრდით. მაგალითად, მშობლებთან ან მეგობრებთან საცხოვრებლად გადადით. რაც უფრო მეტი ადამიანია ბინაში, მით უფრო თბილა.

ტანსაცმელი და სათბურა – ჩვეულებრივი ტანსაცმელი დაივიწყეთ. თერმოთეთრეული და ფლისის ნივთები შეიძინეთ. ერთად ჩაიცვით. მრავალფენიანობა სითბოს უზრუნველყოფს და გაყინვისგან დაგიცავთ. თბილ ნივთებში ძილი კომფორტულია. ღამით თავის გათბობა არ დაგავიწყდეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ფეხსაცმელში თბილი ღაბაში გათბობის ფუნქციით ჩადეთ. ის პორტატულ დამტენს შეგიძლიათ შეუერთოთ და გაათბოთ. ასევე შეიძინეთ ქიმიური სათბურა, რომელიც ცოტა ხნით გაგათბობთ. თუ ეს შეუძლებელია, ძველებურად, ცხელი წყლით სავსე ბოთლები გამოიყენეთ.

ტურისტული რჩევები – მოგზაურებმა გათბობის მეთოდებზე ბევრი რამ იციან. ისინი გირჩევენ, რომ დაიძინოთ საძილე ტომრებში, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე გამოყენებისთვის არის შექმნილი. საბანი მასზე უკეთ ვერ გაგათბობთ. თუ სამწუხარო სიტუაციაა, გათბობის ფართობი მინიმუმამდე შეამცირეთ. აირჩიეთ ოთახი, სადაც ყველა იცხოვრებს. მხოლოდ ის გაათბეთ, ასე უფრო ეფექტურია. ამ ოთახში ტურისტული კარავი შეგიძლიათ გაშალოთ, მასში რამდენიმე გრადუსით მაღალი ტემპერატურა იქნება.

ხალხური მეთოდები – გაფრთხილებთ, რომ ეს რჩევები ხანძარსაშიშია, ამიტომ ფრთხილად გამოიყენეთ. პირველი მეთოდი ცხელი აგურია. ერთი ცეცხლგამძლე აგური აიღეთ, გაზქურაზე ან ღუმელში გააცხელეთ, შემდეგ ლითონის ვედროში ჩადეთ. ის ოთახს გაათბობს. უსაფრთხოების წესები აუცილებლად დაიცავით. აგური იატაკზე არ დადოთ, რომ არ დაწვათ. გაზქურა დიდხანს არ გამოიყენოთ, რადგან ასე ოთახში ნახშირორჟანგი გროვდება. მეორე მეთოდი თიხის გამათბობელია. რამდენიმე თიხის ქოთანი შეიძინეთ. სასურველია, რომ შეღებილი არ იყოს და ძირში ნახვრეტი ჰქონდეს. სანთელი აანთეთ და ეს ქოთანი დააფარეთ. ის გაცხელდება და სითბოს გამოსცემს. ისევ უსაფრთხოების წესები დაიცავით. სანთლები უყურადღებოდ არ დატოვოთ და მით უფრო ღამით.

ცუდი რჩევები – ბინის გათბობის ალტერნატიულ მეთოდებზე ბევრი რჩევა არსებობს. ყველა მათგანის გამოყენება არ ღირს. ხალხური მეთოდებიც, რომელთა შესახებ დავწერეთ, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. არსებობს რჩევები, რომლებიც უნდა დაივიწყოთ. ოთახში კოცონი არასდროს დაანთოთ. ახსნა საჭირო არაა, რა საფრთხეს შეიცავს. ბინაში შეშის ან ნავთის ღუმელი არ გამოიყენოთ. ბინის გათბობა გაზქურით ან ელექტროღუმელით არ სცადოთ. ნახშირორჟანგის რაოდენობა ფატალური შეიძლება იყოს.