ჩემს დას ორი შვილი ჰყავს. ის ძალიან სულელურად მოიქცა, როდესაც ცოლად გაჰყვა კაცს, რომელსაც სამი შვილი ჰყავს

0
220

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი დის ისტორიას გვიამბობს.მე მყავს უფროს და – ირინა. ის ძალიან კეთილია და ყველას ეხმარება. ის მუდმივად დადიოდა სხვადასხვა თავშესაფრებში და მუდმივად ეხმარებოდა უსახლკარო ცხოველებს.

რადგან სულ ამით იყო დაკავებული, უმაღლესში არ ჩაუბარებია.მისი ქმრის მშობლები ლოთები იყვნენ. ირინამ ქმრისგან ორი შვილი გააჩინა: ბიჭი და გოგო. მალე სმა მისმა ქმარმაც დაიწყო. რა აღარ გააკეთა ირინამ იმისთვის, რომ მას სმა შეეწყვიტა, მაგრამ არაფერმა უშველა. ცოტა ხანში ის ნარკომანიც გახდა.

ერთხელ მან კინაღამ ირინა მოკლა. ის როგორც იქნა მიხვდა, რომ საკუთარი თავი და შვილები უნდა გადაერჩინა. ქმარს გაეყარა და ჩვენს მშობლებთან დაბრუნდა. მე იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი მეზობელ ქალაქში. ჩემი ოთახი საბავშვო ოთახად გადააკეთეს.

ჩემი და მიხვდა, რომ ლოთისგან შვილები არ უნდა გაეჩინა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ბავშვების ფეხზე დაყენება, როდესაც თავად არ გაქვს განათლება, ძალიან ძნელია. ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ ისევ გათხოვილიყო. ეძება, ეძება და იპოვა ქვრივი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს.

არ მესმის როგორ გაბედა მასზე გათხოვება. რას ფიქრობდა? რის იმედი ჰქონდა?ქმრის ორივე უფროსმა ქალიშვილმა ირინა მაშინვე ძალიან ცუდად მიიღო. პატარა გიორგის კი ჩემი და მაშინვე შეუყვარდა.

ისინი სოფელში ცხოვრობდნენ, დიდ სახლში. დიდი ბოსტანი და პატარა მეურნეობა ჰქონდათ. ჩემი და მონად იქცა. ძალიან რთულია ამხელა ოჯახის მოვლა: ქმრის და ხუთი შვილის. ქმრის ქალიშვილები საერთოდ არაფერს არ აკეთებდნენ, ჩემს დას საერთოდ არ ეხმარებოდნენ.

ჩემი და ძალიან ცუდად გამოიყურება: ძალიან გახდა და დაბერდა. სტუმრად რომ ჩავედი, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი, ისეთი შეცვლილი დამხვდა. თვალები ძალიან სევდიანი ჰქონდა და ძალიან გადაღლილი იყო.

მან მითხრა, ძალები თითქმის გამოელია. აღმოჩნდა, რომ მისი ქმრის ქალიშვილები მის შვილებს გამუდმებით ჩაგრავენ, ირინას კი ათას საძაგლობას უკეთებენ. ჩემი დისშვილები ძალიან ცუდად არიან აღზრდილები, მან ისინი ძალიან გაათამამა. მისმა ქმარმა მათთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა, რის გამოც მათ ძალიან მაგრად იჩხუბეს.

ჩემი და ძალიან მეცოდება. მგონია, რომ საქმე განქორწინებამდე მიდის. აშკარაა, რომ ირინა და მისი ქმარი ერთმანეთისგან დაიღალნენ. ისინი ერთად ცხოვრებამ დაღალა, რომელმაც კარგი არაფერი მოუტანა. ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ: ვერც ერთმანეთთან, ვერც შვილებთან.როგორ უნდა იცხოვრონ ერთად? რის იმედი ჰქონდათ, როდესაც ქორწინდებოდნენ? ზრდასრული ადამიანები არიან, მაგრამ ბავშვებზე უფრო სულელურად იქცევიან.

ერთად ცხოვრებით უბრალოდ იტანჯებიან. უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთს დაშორდებიან.სხვისი შვილების აღზრდა ძალიან რთულია. ამაში საკუთარი დის მაგალითზე დავრწმუნდი.

ვიმედოვნებ, რომ ირინა გამონახავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. სამწუხაროა, რომ არც პირველად და არც მეორედ გათხოვების დროს ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა. ახლა ის საკუთარი დაუფიქრებელი ნაბიჯების ნაყოფს იმკის.

რატომ ქმნიან ისეთ ოჯახებს, რომლებიც თავიდანვე განწირულია?