ჩემს ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამს. ქმარმა ქალიშვილთან, სიძესთან და მძახლებთან ურთიერთობა ამიკრძალა

6273

მშობლებს ზრდასრული შვილის ოჯახიდან გაშვება უჭირთ, მაგრამ სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, სანამ დედა შვილის ბავშვობას ცრემლებით იხსენებს და ძველი დროის დაბრუნებას ნატრობს, მამას შეიძლება სულ სხვა შეხედულება ჰქონდეს. ნათია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მეუღლემ უმცროს ქალიშვილთან ურთიერთობა მისი გათხოვების გამო გაწყვიტა. ერთი მხრივ, ნათიას ქალიშვილის დაკარგვა არ სურს. მეორე მხრივ, მის მეუღლეს არც ქალიშვილის, არც სიძის და მძახლების დანახვა არ უნდა.

ამბავი მძახლებზე – „ჩვენი უმცროსი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, მაგრამ ოჯახში სიხარული არ გვიგრძვნია. ქორწილი არ გადაიხადეს, მხოლოდ რეესტრში ხელი მოაწერეს. მიზეზი ჩემი ქმარია, რომელიც ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ანამ მამას არ დაუჯერა, უარი არ თქვა ბიჭზე, რომელიც უყვარდა, და ცოლად გაყვა. ამაზე ჩემი ქმარი საერთოდ გაგიჟდა. ახლა არც ანას, არც მისი ქმრის და მძახლების დანახვა არ სურს. მის გამო შეიძლება ქალიშვილი დავკარგო, შვილიშვილების მოვლა ვერ შევძლო. მით უფრო, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. ანას ჩუმად ვნახულობ, რომ ქმარმა ვერ გაიგოს.“

ძველი წყენა – „არ იფიქროთ, რომ ჩემი ქმარი დესპოტია. მძახლებთან ძველი შუღლი მოსვენებას არ აძლევს, წყენას ვერ პატიობს. გიამბობთ, რა მოხდა 20 წლის წინ. იმ დროს მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით. ჩემს მულს ჰყავდა საქმრო, რომელმაც ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მიატოვა. მაშინ ეს ნამდვილი სირცხვილი იყო. მოგვიანებით ეს კაცი დაქორწინდა და ბიჭი შეეძინა. ეს ბიჭი კი ჩვენი სიძე გახდა, ჩემი ანას მეუღლე. ამ მიზეზით ქმარს არც სიძეზე და არც მძახლებზე არაფრის გაგონება სურს. ჩემი მული აღარ გათხოვილა, მარტო ცხოვრება არჩია. ვფიქრობ, რომ წარსული უნდა გავუშვათ. მას ვეღარ შევცვლით. ამის გამო ჩემს შვილზე უარს ვერ ვიტყვი. მამიდის გამო ჩვენს ქალიშვილს უბედურებას ვერ ვუსურვებ. ჩემმა მულმა მარტო ცხოვრება თავად აირჩია იმის მიუხედავად, რომ ბევრი მთხოვნელი ჰყავდა.“

ჯიუტი მამა – „ჩემი ქმარი ამას ვერ იგებს. გაჯიუტდა. ამბობს, რომ მძახლებთან ერთად პურს არ გატეხს და მორჩა. წარმოიდგინეთ, ბედის ირონია. ჩვენმა შვილმა იმდენი ახალგაზრდა ბიჭიდან სწორედ ის აირჩია. ამ დამთხვევის გამო უკვე მერამდენე საღამოს ცრემლებში ვატარებ. იმის მაგივრად, რომ ქალიშვილი და სიძე ვახშამზე დავპატიჟო და დრო ერთად გავატაროთ. ქმრის სიტყვა ყოველთვის კანონი იყო. რასაც იტყვის, უნდა შესრულდეს. ვერ ვუხსნი, რომ ანა მამიდამისის უბედურებაში დამნაშავე არაა და არ უნდა დავსაჯოთ და თავადაც თავი არ დავიტანჯოთ. გამოსავლის ძებნაში თავს ვიჭყლეტ. მინდა როგორმე მძახლები და ჩემი მეუღლე ერთმანეთს შევარიგო. ქალიშვილი ძალიან მენატრება და მის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება მინდა“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს