როგორ მიიღო მიმტანმა შეკვეთა

0
143

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამაკაცმა დედაქალაქში გასეირნება გადაწყვიტა. ციხის კედლების შემდეგ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ესაჭიროებოდა. მამაკაცი გაოცებისგან დამუნჯდა – დედაქალაქი ძალიან შეცვლილიყო. მან მრავალი კილომეტრი გაიარა ფეხით და ბოლოს გადაწყვიტა რესტორანში შესულიყო წასახემსებლად.

მას სიმპათიური მიმტანი მიუახლოვდა.

– რას ინებებთ?

– დიდი ხანია ასეთ დაწესებულებაში არ ვყოფილვარ. მოდი, ჩაით დავიწყოთ.

– რომელი ჩაი გნებავთ? ხილის, მწვანე, შავი, ცეილონის, ყვავილების…

– ოჰ, თავბრუ დამეხვა, რამდენი ჩამოთვალეთ. თქვენს გემოვნებას მივენდობი. ის მომიტანეთ, რომელიც თქვენ მოგწონთ.

მიმტანი ბარმენთან მივიდა და ჩასჩურჩულა:

– კოტე, ამ მამაკაცს აშკარად ეტყობა, რომ ზონიდან არის. გული ცუდს მიგრძნობს. მან ჩაი მოითხოვა.

– ნუ ნერვიულობ, ლიზი. ახლა მე მას ისეთ ჩაის მოვუმზადებ… ამბობენ, რომ ციხეში ჩაი ძალიან უყვართ…

ბარმენმა ჭიქაში 5 სახეობის ჩაი ჩაყარა და მდუღარე წყალი დაასხა. ჩაი მუქი შავი ფერის გამოვიდა.

მიმტანმა მამაკაცს შეკვეთა მიუტანა. ის იღიმოდა, მაგრამ გულში ძალიან ეშინოდა. მამაკაცმა ჭიქა მყისიერად დაცალა, გოგონას მზერა გააყოლა და წარმოთქვა:

– ხოო, ძვირფასო… ვხედავ, რომ ძალიან რთული ცხოვრება გამოგივლია…