16 წლის შემდეგ გავიგე, რომ შვილი ჩემი არ არის. როდესაც შევხვდით, მან მოულოდნელი სიტყვები მითხრა

0
3342

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ახლა მეორედ ვარ დაქორწინებული. ყოფილ მეუღლეს ძალიან მალე გავეყარე. განქორწინების შემდეგ უკვე ათ წელზე მეტია გასული. როგორც ამბობენ, ძველი ამბავია. წინა ქორწინებიდან ბიჭი მყავს. განქორწინების შემდეგ ის დედამისთან დარჩა. დღეც არ გასულა, რომ მისით არ დავინტერესებულიყავი. ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი, მორალურადაც და მატერიალურადაც. ახლა ჩემი შვილი 15 წლის არის.

ჩემამდე ამბები მოვიდა, რომ მორიგი დაშორების შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე უსახლკაროდ დარჩენილა და ჩემი შვილი მასთან ერთად ხან ერთ ნათესავთან რჩება, ხან მეორესთან.

მე ჩემს ყოფილ მეუღლეს შევხვდი და ვუმტკიცებდი, რომ ბავშვი ჩემთან უფრო უკეთესად იქნება და მას არ მოუწევს ნათესავების სახლში ცხოვრება. მან ამაზე უარი განაცხადა და მითხრა, რომ ბინის პრობლემას მოაგვარებდა და ბავშვი მასთან იცხოვრებდა.

ერთი თვის შემდეგ მისგან წერილი მივიღე. ის მწერდა, რომ ბავშვის მამა მე არ ვარ. 16 წლის წინ მას თავის თანაკურსელთან ჰქონია ურთიერთობა და მისგან დაორსულებულა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს სრული სისულელე იყო, მაგრამ წერილთან ერთად დნმ-ტესტის ასლი იდო.ვერ წარმოიდგენთ, როგორი შოკი განვიცადე. განადგურებული ვიყავი!

ვერ ვიძინებდი, სამსახურში ვერ მივდიოდი, შვებულება ავიღე. სმა დავიწყე. ორი კვირის მანძილზე ვსვამდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ პრობლემას ამით ვერ მოვაგვარებდი. გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილი მენახა და მისთვის ამეხსნა, რომ ვერავითარი ტესტის შედეგი ვერ შეცვლიდა ჩემს მისადმი დამოკიდებულებას.

ერთმანეთს შევხვდით. ჩემი ბიჭი მაგრად ჩამეხუტა. ორივე პატარა ბავშვებივით ვტიროდით. პასუხად ნანატრი სიტყვები მოვისმინე:

  • შენ ყოველთვის იქნები ჩემი მამა. მე ძალიან მეშინოდა შენი დაკარგვის!