ომერტა – ესაა ერთგვარი მაფიის კოდექსი, რომელშიც დანაშაულებრივი დაჯგუფების ძირითადი მდგომარეობებია აღწერილი. ომერტას თანახმად, დაჯგუფების ყოველი მოკლული წევრისთვის სასტიკად იძიებენ შურს, ორგანიზაციის დატოვება კი მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ნიუიორკელ ავეჯის გამყიდველ ჯონ ფავარას წილად ხვდა ბოსების ბოსის, ჯონ გოტის მეზობლობა. ეს უკანასკნელი, ცოლთან ერთად, ზრდიდა 5 შვილს და ოჯახი უყვარდა მაფიის მაღალ თანამდებობაზე მეტად.
1980 წლის 18 მარტს, 51 წლის ფავარა სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. იმ მზიან დღეს, იგი უკიდურესი სიფრთხილით მოძრაობდა, თუმცა უბედურების თავიდან აცილება ვერ შეძლო. მზის სხივებით დაბრმავებულმა ფავარამ ვერ შენიშნა და მანქანით სასიკვდილოდ გაიტანა 12 წლის ფრანკი, მაფიის ბოსის ვაჟი.
პოლიციას ფავარა არ დაუკავებია, რამდენადაც ინციდენტი უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. გოტის ოჯახი კი სიტუაციას სულ სხვაგვარად უყურებდა და მკვლელისთვის სამაგიეროს გადასახდელად ემზადებოდა. ჯონ ფავარა დაკრძალვაზე მივიდა, მწუხარების გამოსახატავად, თუმცა დაღუპულის დედამ მისი სიტყვები არ მიიღო და მამაკაცი ბეისბოლის ჯოხით სცემა ისე, რომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოდან გამოწერილმა ფავარამ მაშინვე სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, მის მანქანაზე გაჩნდა წარწერა “მკვლელი”, ხოლო ტელეფონით სულ უფრო მეტ მუქარას ისმენდა. მამაკაცი თავის უსაფრთხოებაზე ძალიან გვიან დაფიქრდა და ჯონ გოტის მრისხანებას თავი ვერ აარიდა.
1980 წლის 28 აგვისტოს ფავარა სამსახურში მივიდა. მანქანიდან გადმოსვლისას, მას თავს რამდენიმე მამაკაცი დაესხა, გონება დააკარგვინეს და ფურგონში ჩასვეს. მას შემდეგ ჯონი აღარავის უნახავს, მისმა ოჯახმა კი ჯონის სიკვდილის შესახებ მხოლოდ 3 წლის შემდეგ განაცხადა.
ფავარას ცოლმა დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ დახერხა ჯონ გოტიმ მისი მეუღლის სხეული ბენზოხერხით, ნარჩენები ცემენტში ჩაყარა და ზღვაში გადაყარა. რეალურად კი ჯონი ფავარა მკვლელმა დაცხრილა და სხეული მჟავაში დაშალა.
კითხვაზე, თუ რა ვითარებაში გაქრა ავეჯის გამყიდველი, ჯონ გოტიმ უპასუხა, რომ “ფეხებზე ჰკიდია”. მისი მეუღლის პასუხიც ასეთივე ვერაგი იყო: “არ მწყინს, რომ დაიკარგა. მან ჩემი ბიჭი მოკლა!”
აღსანიშნავია, რომ ფავარას გატაცების მომენტში, გოტის ოჯახი ფლორიდაში იყო დასასვენებლად. სამართალდამცავებმა დღემდე ვერ შეძლეს დამნაშავისთვის ბრალის დადება, ალიბის გამო. ჯონ გოტიმ მოასწრო უბედურებით ცნობილი გამბინოების ოჯახის დაქვემდებარება, თუმცა 2002 წელს ციხეში ყელის კიბოთი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის მკვლელობაში ფავარა უდანაშაულო იყო – ბავშვი ველოსიპედით მანქანის სავალ ნაწილში გავიდა…