იაფი სააფთიაქო საშუალება, რომელიც სარეცხ მანქანას შიგნიდან და გარედან იდეალურად წმენდს

0
5994

რამდენიმე დღის წინ დედამთილს ტელეფონით ვესაუბრებოდი და უნებურად დავიჩივლე, რომ სარეცხ მანქანას უსიამოვნო სუნი ასდის. ისე, სხვათა შორის ვუთხარი, მაგრამ მეორე დღეს დედამთილი მესტუმრა. ხელში აფთიაქის პარკი ეჭირა. იმ დღეს გავიგე, როგორ გავწმინდო სარეცხი მანქანა შიგნიდან და გარედან. Paparazzi გიამბობთ, რომელი იაფი საშუალება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გაქრობაში და ყვითელი ლაქების მოშორებაში.

სარეცხი მანქანის გაწმენდა შიგნიდან – სარეცხი მანქანა ჩვენი ერთგული დამხმარეა. სწორედ ამიტომ, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ ცუდად რეცხავს ან უსიამოვნო სუნი ასდის, სასწრაფო ზომები მიიღეთ. იგივე მის გარეგნობას ეხება. თუ ყველაფერს თვითნებაზე მიუშვებთ, მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ ახალი ტექნიკა გაყვითლებულ ძველად გადაიქცევა. უცნაურია, მაგრამ ყველა პრობლემის მოგვარება ერთი სააფთიაქო საშუალებით შეიძლება. ეს წყალბადის ზეჟანგია. 2 ბოთლი საკმარისია, რომ სარეცხი მანქანა შიგნიდან და გარედან გაწმინდოთ.

წმენდა შიგნიდან დაიწყეთ. 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით და გავლების რეჟიმი ჩართეთ. წყალბადის ზეჟანგი მანქანას ადეზინფექცირებს, ასევე უსიამოვნო სუნს აქრობს. ამის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ, რომ გაშრეს.

სარეცხი მანქანის გაწმენდა გარედან – სარეცხი მანქანის შიგნიდან დამუშავება საქმის ნახევარია. სარეცხი მანქანის კორპუსის გაწმენდაზეც უნდა იზრუნოთ. ჯერ რბილი ჩვრით მტვერი მოაშორეთ, ყველა ხვრელი მოიარეთ. შემდეგ ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ. მთელი მანქანა გარედან გაწმინდეთ. ყვითელ ლაქებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მაშინვე შესანიშნავ შედეგს დაინახავთ. სარეცხი მანქანა ძველებურ სითეთრეს დაიბრუნებს.

სარეცხი მანქანის კარის შემამჭიდროებელი არ დაგავიწყდეთ. აქ ხშირად წარმოიქმნება ობი, რომელიც უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება. შემამჭიდროებელი წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის დისკით გაწმინდეთ. წყალბადის ზეჟანგი ზედაპირს დეზინფექციას ჩაუტარებს და ობის პრევენციას მოახდენს.

უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ სარეცხი მანქანა შიგნიდან და გარედან. როგორც ხედავთ, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა. მარტივი საშუალება საკმარისია. ასე თვეში ერთხელ გაწმინდეთ. შეგახსენებთ, რომ პრობლემის პრევენცია უმჯობესია, ვიდრე მისი მოგვარება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები სახლის დამხმარეზე ზრუნვაში დაგეხმარებათ და რეცხვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება.