64 წლის შერონ სტოუნის ფოტომ ფანებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია. ნამდვილია ხატია

0
542

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ცდილობს, რომ ფანებთან გულახდილი და გულწრფელი იყოს. მაგალითად, შერონ სტოუნი. ის მსოფლიოს უზიარებს ინტიმურ დეტალებს და გარეგნობაში ცვლილებებს არ მალავს. შერონის ზოგიერთი ფოტო ფანებში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს. სტოუნს ასაკთან ერთად მისი სხეულის ცვლილებების ჩვენება არ აშინებს. Paparazzi გიამბობთ, მსახიობის რომელმა ფოტომ გამოიწვია ნამდვილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში. ასევე რატომ არის შთამაგონებელი ქალი.

შერონ სტოუნის ფოტო – გასულ ზაფხულს 64 წლის მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც დღემდე ფანებს მოსვენებას არ აძლევს. მასზე წელს ზემოთ შიშველი შერონი ზაფხულის ცხელ დღეს აუზთან ისვენებს. მან ფოტოს დააწერა: „მადლიერებით არასრულყოფილი ამ იდეალურ დღეს“. ამ ფრაზამ და მსახიობის სითამამემ ფანებში აღფრთოვანება გამოიწვია. მსახიობს ფილტრების და ფოტოშოპის გარეშე საკუთარი სხეულის გამოჩენა არ აშინებს.

მსახიობმა დუნდულებსა და მუცელზე ოდნავ მოშვებული კანი ფოტოშოპით არ დამალა. ფანების წინაშე ისეთი წარსდგა, როგორიც არის. ეს დასაფასებელია. კომენტარებში მისწერეს: „ლეგენდა! ნამდვილი ხატი“ და ვერ შევეკამათებით. ერთმა ფანმა მისწერა: „ჩვენი დაბარებული სხეულის მიღება ძალიან რთულია. მადლობა, რომ გვაჩვენებ, რომ მშვენიერი ვართ, ასაკის და იმის მიუხედავად, რა გაუკეთა ცხოვრებამ ჩვენს სხეულს“. აღფრთოვანებული ვართ იმ ფაქტით, რომ შერონ სტოუნი თავის ფანებს ამ აზრებს აწვდის.

მძიმე პერიოდი – ფოტოზე ყოველთვის იღიმის და ბედნიერად გამოიყურება, თუმცა ამას გრძელი და ეკლიანი გზა უძღოდა. ადრე მსახიობმა ისაუბრა იმაზე, თუ რისი გადალახვა მოუწია. 43 წლისას გადაიტანა ინსულტი, რომელმაც კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა. იმ პერიოდში აღმოუჩინეს სიმსივნე, რომლის მოშორება საჭირო იყო. ოპერაციის შემდეგ გაიგო, რომ ქირურგმა იმაზე დიდი მკერდის იმპლანტები ჩაუსვა, ვიდრე სურდა. უთხრა, რომ მისი თეძოების ზომას უფრო შეეფერებოდა.

მოვლენების მთელმა სერიამ მის კარიერასა და საკუთარ თავთან დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა მოახდინა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ვარსკვლავმა ყველაფერი დაკარგა. მოუწია სახლის იპოთეკით დატვირთვა, დაკარგა ბიზნესი, ასევე შვილზე მეურვეობა. ამ ყველაფერმა შერონის ცხოვრებაში ბნელი პერიოდი მოიტანა. მთელი 7 წელი თვალთახედვიდან გაქრა. აღიარა, რომ 9–ჯერ მუცლის მოშლა გადაიტანა, როცა ოჯახის შექმნას ცდილობდა. საბოლოოდ, სამი ბიჭი იშვილა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო მისთვის ერთ–ერთ მათგანზე მეურვეობის დაკარგვა.

მსახიობი ხაზს უსვამს, რომ ქალმა ეს ყველაფერი მარტომ არ უნდა გადაიტანოს. „მუცლის მოშლის გამო 9 ბავშვი დავკარგე. ეს ფიზიკურად და ემოციურად წვრილმანი არაა, მაგრამ იძულებული ვართ ვიგრძნოთ, რომ ეს არის ის, რაც მარტომ და მალულად რაღაც წარუმატებლობის გრძნობით გადალახოთ. იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ აუცილებელი თანაგრძნობა და მკურნალობა, რომელიც გჭირდებათ“.

დასაფასებელია, რომ შერონ სტოუნი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს. ბევრ ქალს ხომ მსგავსი რამის გადატანა უწევს. გვაჩვენებს, რომ ისინი მარტო არ არიან, არის ვიღაც, ვისაც მათი ესმის. თავისი თამამი ფოტოებით გვაჩვენებს, რომ სიბერე ბუნებრივი პროცესია. აქ არაფერია სასირცხვილო და დასამალი.