წესები და აკრძალვები. რისი გადაზიდვა შეიძლება ხელბარგით 2023 წელს

0
697

მნიშვნელობა არ აქვს, საით მიემგზავრებით. შესაძლოა, სახლში საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, ან, პირიქით, უსაფრთხო ადგილის საძიებლად სამშობლოს ტოვებთ. სადაც არ უნდა მიფრინავდეთ, თვითმფრინავში ხელბარგს გვერდს ვერ აუვლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა გაქვთ ჩანთში. ხელბარგის გადაზიდვის წესები არავის გაუუქმებია. Paparazzi გიამბობთ, რა შეგიძლიათ ჩადოთ ხელბარგში და რა არა.

ხელბარგის გადაზიდვის წესები – აღსანიშნავია, რომ ეს წესები ავიაკომპანიის, სალონის კლასის და თვითმფრინავის ზომის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. სასურველია, დეტალები გამგზავრებამდე დააზუსტოთ. ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, ხელბარგის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზომებს: სიგრძე 56 სმ, სიგანე 45 სმ და სიმაღლე 25 სმ. აქ შედის ყველა გარე ელემენტი, როგორიცაა ბორბლები და ჩანთის სახელურები.

წონის შეზღუდვებიც არსებობს. ჩვეულებრივ, ეს სადღაც 5 კგ–ია ერთ ადამიანზე. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს უფრო მკაცრი მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესი უბრალოდ არაა, არამედ მკაცრად მუშაობს. თუ თქვენი ჩანთა ზომებში არ ჯდება, მისი დატოვება მოგიწევთ. ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენი ავიაკომპანიის ვებგვერდზე ნახავთ.

ხელბარგის შიგთავსი – შეზღუდვები არა მხოლოდ ხელბარგის ზომას ეხება. ხელბარგით ყველაფრის გადაზიდვას ვერ შეძლებთ. მთელ მსოფლიოში ხელბარგის წესები ძალიან ჰგავს, მხოლოდ პატარა დეტალები განსხვავდება. ხშირად ეს ქვეყნის სპეციფიკურ კანონს ეხება. გირჩევთ, რომ იმ ქვეყნის ინფორმაცია შეისწავლოთ, სადაც მიემგზავრებით. კანონების ცოდნა ზედმეტი არასდროსაა. ხელბარგის ჩალაგებისას საღი გონებით იხელმძღვანელეთ. არ წაიღოთ არაფერი, რაც თვითმფრინავში არ გამოგადგებათ. წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი. დავიწყოთ იმით, რაც ჩასაბარებელ ბარგში უნდა ჩადოთ.

  1. მანიკურის აქსესუარები (ნუნების საკვნეტელი, ქლიბი და ა.შ.).
  2. ნებისმიერი დანა და მაკრატელი (თუნდაც პლასტმასის სათამაშო).
  3. სახელოსნო ხელსაწყოები (ჩაქუჩი, ხერხი და ა.შ.).
  4. თხილამური.
  5. ქოლგა.
  6. ლითონის პინცეტი.
  7. სანთებელა და შუშხუნა. ნებისმიერი აალებადი საგანი.
  8. ნებისმიერი აალებადი და აქროლადი სითხე.

მსოფლიოს აეროპორტების უმეტესობაში სათამაშო იარაღის შეტანა აკრძალულია. ერთი შეხედვით, სასაცილო ხუმრობაა, მაგრამ ავიაკომპანიის თანამშრომლებთან ხუმრობა არ ღირს. ეს დასრულდება იმით, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე ბორტზე არ აგიშვებენ, დამატებით ბილეთის ფულს არ დაგიბრუნებენ.

სითხის გადაზიდვის წესებიც უნდა დაიმახსოვროთ. თითქმის ყველა აეროპორტში მოქმედებს ერთი წესი: ჭურჭლის მოცულობა 100 მლ–ს არ უნდა აღემატებოდეს. უმჯობესია, რომ ყველა ტუბი ერთ გამჭვირვალე პარკში მოათავსოთ. სითხეების საერთო რაოდენობა 1 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. ბოთლები მთელ ჩანთაში არ მიმოფანტოთ. ასე შემოწმებისას მეტ დროს დახარჯავთ, სანამ თანამშრომლები თითოეულ კონტეინერს მოძებნიან.

როგორც ვთქვით, ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი წესი აქვს. მაგალითად, ვიეტნამში აკრძალულია Apple Macbook Pro–ს შეტანა, რომლის ეკრანის ზომაა 15,6 და გამოშვებულია 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე. ინდოეთში ელექტროსიგარეტით არ შეგიშვებენ. აშშ–ში ფხვნილის სახით 350 გრამზე მეტი მოცულობის რაიმე ნივთიერების შეტანა არ შეიძლება. იგივე ავსტრალიას და ახალ ზელანდიას ეხება.

პრინციპში, ეს ხელბარგის გადაზიდვის ყველა წესია. თუ ხელბარგის ჩალაგებისას საღი გონებით იხელმძღვანელებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თვითმფრინავის სალონში უსაფრთხოება უმთავრესია. კომპანიის თანამშრომლებთან კამათი ან კონფლიქტი არ ღირს. ისინი უბრალოდ წესებს იცავენ. გახსოვდეთ, რომ კეთილგანწყობილი და მშვიდი ტონი ბევრ პრობლემას აგვარებს.

შეჯამებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გამოვყოფთ. სანამ ხელბარგში რაიმე ნივთს ჩადებთ, დაფიქრდით, შესაძლებელია თუ არა ამ ნივთით ვინმეს ზიანი მიაყენოთ. თუ დიახ, სახლში დატოვეთ. ავიაკომპანიის ვებგვერდზე წესები აუცილებლად წაიკითხეთ. ყველა წესის დაცვით დიდ დროს და ენერგიას დაზოგავთ. წესები თითქმის ყოველ წელს იცვლება და მკაცრდება, ხელბარგი და ბარგი დეტალურად გააზრებული უნდა იყოს.