საბედისწერო ახალმთვარეობა მერწყულში ჩინური ახალი წლის დასაწყისს ნიშნავს. ცვლილებები მოდის. 21 იანვარი წლის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული წერტილია. ეს დღე არ გამოტოვოთ! Paparazzi გიამბობთ, რა შეიცვლება ჩინური ახალი წლის დაწყებით და რატომ არის მნიშვნელოვანი თარიღი.
ჩინური ახალი წელი – 2023 წლის 21 იანვრის საღამოს ახალმთვარეობა მერწყულში მოხდება. ამ დღიდან ჩინური კალენდრის მიხედვით წყლის შავი კურდღელი მართვის სადავეებს ხელში იღებს. ახალი წლის დაწყების მომენტი, ახალი ციკლი ძლიერი ენერგეტიკული წერტილია, ხოლო ახალ მთვარესთან ერთად, რომელიც ცვლილებების და განახლების ნიშანში, მერწყულშია, ახალ ოცნებებს და გეგმების დასახვას გვპირდება. აღსანიშნავია, რომ ახალმთვარეობის წერტილი მარსთან და იუპიტერთან ჰარმონიულ ფიგურას ქმნის, იუპიტერთან თავში, ხოლო იუპიტერი გამართლების და წარმატების პლანეტაა.
გეგმები თამამად შეადგინეთ და იოცნებეთ! არაფრის შეგეშინდეთ, გაერთეთ, როგორც ეს ურანს უყვარს. ამავდროულად, ჩანაფიქრის გასახორციელებლად კრეატიულად აზროვნებისთვის მზად იყავით. „იმას რომ მიაღწიოთ, რაც არ გაქვთ, უნდა დაიწყოთ იმის კეთება, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ“ – ეს დევიზია, რომლითაც ამ პერიოდში გეგმების განსახორციელებლად უნდა იხელმძღვანელოთ. ახალი მწვერვალების დასაპყრობად კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ. იუპიტერის თემებთან დაკავშირებული გეგმები და სურვილები შესაფერისია: კარიერა, ფული, სოციუმში რეალიზაცია, სულიერი განვითარება და განათლება.
თამამი საქმე რომ დაიწყოთ, მომზადება გჭირდებათ. ახალმთვარეობამდე აზრები დაალაგეთ, სახლი მოაწესრიგეთ, დაასრულეთ ის, რაც შესაძლებელია. სინანულის გარეშე გადაყარეთ ყველაფერი, რასაც ნახევარ წელზე მეტია არ იყენებთ. ზომაში დიდი/პატარა ტანსაცმელი, ძველი ფეხსაცმელი, ქილა, ბოთლი და სხვა. გახსოვდეთ, რომ ძველ ენერგიას ახალი ვერ ჩაანაცვლებს, თუ ადგილი არ იქნება. სივრცე ენერგეტიკულად შეგიძლიათ გაწმინდოთ. მაგალითად, მთელ ბინაში იატაკი მარილით მოწმინდეთ. კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ყველა მონეტა და ქაღალდის ფული ერთ „სახლში“ შეაგროვეთ.
რისი გაკეთება არ ღირს – რა თქმა უნდა, კამათი, გაბრაზება და განაწყენება არ ღირს. ვალის აღება ან ფულის გასესხებაც არ შეიძლება. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ 22, 23 და 24 იანვარს არაფრის დალაგება და გაწმენდა არ შეიძლება. ასევე 22 იანვარს თავი არ დაიბანოთ, რომ მთელი წელი თავი კარგად იგრძნოთ.
ჩინურ ახალ წელს სუფთა ზრახვებით უნდა შეხვდეთ, საკუთარი თავისა და უმაღლესი ძალების მიმართ გასული წლისთვის მადლიერება უნდა გამოხატოთ. ახალმთვარეობას სუფთა ქაღალდი აიღეთ და თქვენი სურვილები ჩამოწერეთ. ამ სურვილის მიხედვით შექმენით 5 ნაბიჯი, რომელსაც მის მისაღწევად გადადგამთ. იყოს პატარა ნაბიჯები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სურვილის ჩამოწერის შემდეგ ქაღალდი კარადაში შეინახეთ.
ჩინური ახალი წლის დაწყება აღნიშნავს დროს, როცა სურვილები და ოცნებები ხდება. ამ პერიოდში ახალი ენერგიით უნდა დაიმუხტოთ მნიშვნელოვანი პროექტების და სურვილების მოქმედი რუკის შედგენის სახით. ამ დღეს ყველა თქვენი ფიქრი და მოქმედება რამდენჯერმე გამრავლდება. შანსი არ გაუშვათ.