რჩევები, როგორ შეარჩიოთ საუკეთესო პორტატული დამტენი და კაბელი ტელეფონებისა და სხვა გაჯეტებისთვის

0
93

Paparazzi გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ საუკეთესო პორტატული დამტენი ტელეფონისა და სხვა გაჯეტებისთვის. ახალ მოდელში ძვირის გადახდა ყველას არ სურს, ამიტომ გასწავლით, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მოწყობილობა, რა კრიტერიუმებს მიაქციოთ ყურადღება, რომელი სადენი შეიძინოთ მისთვის, რომ სახლში ყველა გაჯეტის დატენვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს.

პორტატული დამტენი ტელეფონისთვის – სანამ კარგ პორტატულ დამტენს იყიდით, უნდა იცოდეთ, რა მიზნით ყიდულობთ და რის დამუხტვას აპირებთ. საუკეთესოა გამძლე მასალისგან დამზადებული მოწყობილობა ბატარეის მაღალი სიმძლავრით 10000-დან 50000 mAh-მდე. თანამედროვე პორტატული დამტენით არა მხოლოდ სმარტფონი, არამედ ყურსასმენი, ფოტოაპარატი, პლანშეტი და ნოუთბუქიც შეგიძლიათ დატენოთ. მთავარი ფაქტორია დენის ძალა 1A ან 2A. თუ მოწყობილობა 1A–ით იკვებება, მაშინ 1A კონექტორი თავის საქმეს სწრაფად გააკეთებს. თუ  1A დენის ძალის მქონე მოწყობილობას დაუკავშირებთ გაჯეტს, რომელსაც 2A დენის ძალა სჭირდება, მოწყობილობას დასატენად დიდი დრო დასჭირდება.

დამუხტვის რაოდენობა ბატარეის და გაჯეტების ტევადობაზეა დამოკიდებულია. რომ გამოთვალოთ, რამდენ დამუხტვას გაუძლებს ერთი პორტატული დამტენი, ნებისმიერი მოწყობილობის ბატარეის სიმძლავრე 1,5–ზე უნდა გაამრავლოთ, შემდეგ პორტატული დამტენის ბატარეის ტევადობა მიღებულ ციფრზე გაყოთ. მაგალითად, 10000 mAh ტევადობის პორტატული დამტენი 2300 mAh ბატარეის მქონე სმარტფონის დატენვას 2–ჯერ ან ცოტა მეტჯერ შეძლებს.

სხვათა შორის, პორტატული დამტენის ტევადობაზე მისი წონაა დამოკიდებული. რაც უფრო მეტია, მით უფრო მძიმეა მოწყობილობა. ეს მაჩვენებელი გაჯეტის ფასზეც აისახება. ზოგიერთ პორტატულ დამტენში ჩაშენებულია პატარა დისპლეი, რომელიც მოწყობილობის დატენვის დროს აჩვენებს. ხშირად ამაზე პასუხისმგებელია დატენვის ლედ ინდიკატორი.

რომელი პორტატული დამტენი შევარჩიოთ – პორტატული დამტენი თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. თუ არა მხოლოდ სმარტფონის, არამედ ნოუთბუქის დატენვა გსურთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ Xiaomi-ს პრემიუმ მოდელს 210 ვატით (ტევადობა 25000 mAh). თუ ხშირად მოგზაურობთ და თან ნოუთბუქით მუშაობა გიწევთ, შეუცვლელი ნივთია. მისი დახმარებით ერთდროულად 3 გაჯეტის ან 2 გაჯეტის და თავად პორტატული დამტენის დატენვას შეძლებთ, თუ როზეტთან წვდომა გაქვთ. ამ პორტატული დამტენის ერთ–ერთი უპირატესობა ისაა, რომ თავად სწრაფად იტენება, თუმცა მისი ტევადობა დიდი არაა. მაგალითად, ეს მოწყობილობა 50%–დან 100%–მდე ნახევარ საათში ადვილად იტენება.

ამ პორტატულ დამტენთან ერთად შეგიძლიათ უნივერსალური სადენი გამოიყენოთ. ვიზუალურად უფრო გასაღებების ბრელოკს ჰგავს, ვიდრე სხვადასხვა მოწყობილობის დასატენ ფუნქციურ კაბელს. ეს მთავარი მახასიათებელია. ასეთი სადენი ყველგან შეგიძლიათ წაიღოთ. დაგეხმარებათ, როცა სმარტფონის ან სხვა გაჯეტის ჩვეული სადენი არ გაქვთ. ამ კაბელში არის ყველა შესაძლო ინტერფეისი, მაგალითად, USB Type-C და USB Type-A. ასევე კვების კონექტორი lightning. იაფი არაა, მაგრამ ყიდვა ღირს. მოსახერხებელი მაგნიტის წყალობით გასაღებებს ან ჩურგჩანთას შეგიძლიათ მიამაგროთ და ყოველთვის ხელთ გქონდეთ. გამოდის, რომ 3 სხვადასხვა სადენს ჩაგინაცვლებთ, რაც მოსახერხებელია.