შემთხვევით დაღვრილმა სითხემ ძველი ფილები გაწმინდა, არაფრის გახეხვა არ მომიწია

0
445

გულწრფელად ვაღიარებ, რომ სააბაზანო ოთახსა და სამზარეულოში ფილებს შორის ღარების გაწმენდა ყოველთვის მავიწყდება. ამას ბევრი დიასახლისი უგულებელყოფს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადგილებში ჭუჭყი გროვდება და დროთა განმავლობაში მისი გაწმენდა რთულდება. ჩვენი მოხერხებული ხელებისთვის შეუძლებელი არაფერია. ძველი კბილის ჯაგრისი აიღეთ, დღეს დაგჭირდებათ.

ფილებს შორის ღარები – სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში კაფელის დასვრა ძალიან ადვილია, ხოლო მისი იდეალურად გაწმენდა უფრო რთული, მით უფრო, როცა საქმე ფილებს შორის ღარებს ეხება. ამ ადგილებში ჭუჭყი ძალიან სწრაფად გროვდება. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ დალაგებაში შეუძლებელი არაფერია. ფილებს შორის ღარების გასაწმენდად სხვადასხვა საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან ცხიმის მოსაშორებელი საშუალება უმარტივესი მეთოდებია. უბრალოდ ჭუჭყიან ადგილებს ცოტა საყოფაცხოვრებო ქიმია ძველი კბილის ჯაგრისით წაუსვით და გახეხეთ. შედეგი რამდენიმე წუთში გაგახარებთ.

ჭუჭყი უბედურების ნახევარია. ხშირად ფუგა სოკოთი იფარება. როგორც წესი, ის ცემენტის ან ეპოქსიდური ფისისგან შედგება, ამიტომ ტენიანობის მიმართ ნაკლებად გამძლეა. დროთა განმავლობაში, სოკო ღარებზე გროვდება და ობი წარმოიქმნება. ობი ფილებს შორის ღარებზე არა მხოლოდ უშნოდ გამოიყურება, არამედ ჯანმრთელობას აზიანებს. თუ ფილებზე შავი ნადები შენიშნეთ, მაშინვე გაწმინდეთ. დაგეხმარებათ ყველა შესაძლო სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგრამ სახლში თითქმის ყველას აქვს საშუალება, რომლის გამოყენებაც ბევრად უსაფრთხოა.

ქლორის შემცველი საშუალება სოკოს წინააღმდეგ საუკეთესოა, მაგრამ მის აქროლვას დიდი დრო სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ქლორთან მუშაობისას დამცავი ნიღაბი და ხელთათმანი აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. ქიმიკატებთან მუშაობის შემდეგ სუფთა წყლით კარგად უნდა დაიბანოთ. ქლორი შეუფერებელია, თუ ფილებს შორის ფუგა თავიდანვე თეთრი არ იყო. თეთრი ფუგისთვის წყალბადის ზეჟანგი გამოგადგებათ. საწყის სტადიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიშადურის სპირტი, რომელსაც სადეზინფექციო თვისება აქვს. წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ, კბილის ჯაგრისით ფილებს შორის სივრცეს წაუსვით და მსუბუქი მოძრაობით ჭუჭყი მოაშორეთ.

ფილებს შორის ღარების გაწმენდის მეთოდები – ძმარი ფილებს შორის ღარების საწმენდად საუკეთესოა. ფილებს ძმარი შეასხურეთ, 1 საათით გააჩერეთ, რომ უკეთ იმოქმედოს. შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ და ფილები კარგად გაამშრალეთ. ობი და კირის ნადები ჩნდება ზუსტად იმის გამო, რომ კაფელზე წყალი ყოველთვის არის და იშვიათად ასწრებს გაშრობას. ფუგა ლიმონმჟავით შეგიძლიათ გაწმინდოთ. წყალს აურიეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. ღარებს წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. ყველა ღარი კბილის ჯაგრისით გახეხეთ და გაამშრალეთ.

მსგავსი პასტა სარეცხი საპნით და საკვები სოდით შეგიძლიათ გააკეთოთ. ცოტა საპონი ცხელ წყალს აურიეთ, რომ გაიხსნას. შემდეგ სოდა დაუმატეთ და მიღებული ნარევი ფილებს შორის ღარებს წაუსვით. სურვილის შემთხვევაში, ნარევს სასიამოვნო სუნის ცოტა ეთერზეთი დაუმატეთ. ასე ოთახი სისუფთავის სურნელით აივსება. თუ სამზარეულოს წინსაფარზე ღარები ცხიმისგან გასაწმენდია, აგრესიული საშუალება გამოიყენეთ. თუ სიტუაცია ძალიან რთულად არაა, სოდით და ძმრით გაწმენდა სცადეთ. ამ მიზნით ფილებს სოდა წაუსვით, შემდეგ ძმარი შეასხურეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ბოლოს ფილები სველი ჩვრით გაწმინდეთ.