თითოეული სავაჭრო ქსელი მომხმარებელს საკუთარ წესებს სთავაზობს. ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან მოსაბეზრებელია და ამ სავაჭრო ქსელში რაიმეს ყიდვის სურვილი გეკარგება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ამასთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას გიამბობთ.
ეს ისტორია ერთ ხანდაზმულ ქალბატონს გადახდა ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში. მოხუცი არ დაბნეულა და მოლარეს ჭკუა ასწავლა.
ქალმა თავისი შინაური ცხოველისთვის 4 ქილა საკვები შეიძინა.
მოლარე: – ძვირფასო, ამდენ ქილას ვერ გაგიტარებთ. თქვენ უნდა დამიმტკიცოთ, რომ სახლში კატა გყავთ. ჩვენს სუპერმარკეტში ასეთი წესებია.
ქალს დიდხანს არ უფიქრია, წავიდა და მოლარეს თავისი კატა მოუყვანა.
მეორე დღეს მას ძაღლის საკვები დასჭირდა. მას რამდენიმე შეფუთვის ყიდვა სურდა.
სიტუაცია განმეორდა. მტკიცებულების სახით, მოხუცმა სახლიდან ძაღლი მოიყვანა.
ერთი დღის შემდეგ ქალი ყუთით ხელში მოვიდა, რომელსაც პატარა ხვრელი ჰქონდა. მაღაზიის დარბაზში ის არ შესულა, პირდაპირ მოლარესთან მივიდა.
– გთავაზობთ, დარწმუნდეთ იმაში, რომ ყუთში არის რაღაც, რისთვისაც რაღაცის ყიდვა მჭირდება.
მოლარე დიდხანს ეძებდა ყუთში რაღაცას, შემდეგ კი გაკვირვებულმა წარმოთქვა:
– ვფიქრობ, რომ ყუთში ფეკალიებია.
– შესანიშნავია, ძვირფასო! თქვენ გამოცანით. დღეს ორიოდე შეკვრა ტუალეტის ქაღალდის საყიდლად მოვედი.