42 წლის ბრიტანელმა მეოცე ბავშვი გააჩინა. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გამოიყურება მათი ოჯახური ვახშამი…

816

ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირია ბრიტანელი სუ რედფორდი, რომელმაც მეოცე შვილი 1 წლის წინ გააჩინა. დაახლოებით 2 წლის წინ, მან და მისმა მეუღლემ გაიგეს, რომ მშობლები უკვე მეოცედ ხდებოდნენ. მაშინ გადაიღეს ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო უბგ-ს ფოტო წარწერით: “10 ბიჭი და 9 გოგო.. ეს ბავშვი მე-20 გახდება.”

ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა არ გათანაბრდა – სამყაროს კიდევ ერთი ბიჭი მოევლია. სუ ამბობს, რომ ოჯახს ძალიან უხარია და ეცდებიან, ამ მრგვალი, ლამაზი რიცხვით დასრულდეს მატება.

თავისი ქმარი, ნოელი, რომელიც მასზე 4 წლით უფროსია, სუმ 7 წლის ასაკში გაიცნო. უკვე 14 წლისამ პირველი ქალიშვილი, კრისი გააჩინა. მოგვიანებით, მას ყველა დანარჩენი შეუერთდა.

საინტერესოა, რომ სუს ქმარმა ვაზექტომია ჯერ კიდევ მაშინ გაიკეთა, როცა ქალი მეცხრე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა წყვილს მეტი ბავშვის გაჩენა მოუნდა და ჩატარდა უკუოპერაცია.

წყვილი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაჩენილი კრისის დაბადებისას არც კი უფიქრიათ, რომ მშობლები კიდევ 19-ჯერ გახდებოდნენ. ოჯახი ხელისუფლებისგან არავითარ დამატებით დახმარებას არ იღებს. ოჯახის მამას თავისი ღვეზლების ბიზნესი აქვს.

რეტფორდები პროდუქტზე კვირაში 300 ფუნტს ხარჯავენ. ასევე, ისინი 100 ფუნტს გამოყოფენ დაბადების დღეებზე და ძალიან ბევრს – შობაზე. გარდა ამისა, ოჯახი წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ ისვენებს.

2013 წელს მათზე რეალითი-შოუ გადაიღეს. მაშინ წყვილს 16 შვილი ჰყავდა.

ოჯახი 10-საძინებლიან სახლში ცხოვრობს, რომელიც დაახლოებით 240 ათას ფუნტადაა შეფასებული.

მიუხედავად ამდენი ბავშვისა, ერთი ფეხმძიმობა წარუმატებლად დასრულდა. ბავშვი, რომლისთვისაც უკვე ჰქონდათ სახელი ალფი შერჩეული, 23-ე კვირას დაიღუპა. სამაგიეროდ, სუ და ნოელი უკვე მშობლები კი არა, ბებია და ბაბუაც არიან. უფროს ქალიშვილს უკვე საკუთარი შვილები ჰყავს.

მე მიჭირს ამ ოჯახიდან ერთ-ერთის ადგილზე თავის წარმოდგენა, იქნება ეს მშობელი თუ შვილი… თუმცა, ისინი ბედნიერები არიან და თავიანთი შვილებით ტკბებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს