ისტორიები, რომელთა წაკითხვის შემდეგ იჯერებ, რომ ბედისწერა არსებობს

0
737

ალბათ თითოეული ჩვენგანი დაფიქრებულა იმაზე, ნამდვილად არსებობს თუ არა ბედისწერა, თუ ყველაფერი უბრალო შემთხვევის ბრალია. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

ერთხელ ბინა მეზობელ რაიონში ვიქირავე. გადავწყვიტე, ჩემთვის სილამაზის დღე მომეწყო. შხაპი მივიღე და მთელ სხეულზე ლურჯი თიხა წავისვი. უცებ რაღაც ხმაური მომესმა. ბინაში უცხო ბიჭი შემოვიდა, მე კი – სრულიად შიშველი ვიდექი. შემეშინდა და სამზარეულოში შევვარდი დანის ასაღებად. ვიდექი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ამ ბიჭმა კი ჯიბიდან ბალონი ამოიღო. ორივე დავიბენით და იმის გარკვევა დავიწყეთ, თუ რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ თურმე ბინა ამ ბიჭის ბებომ მომაქირავა, ბინის ნამდვილი მეპატრონე კი – ეს ბიჭი იყო. უბრალოდ, ბებია ძალიან ზრუნავდა თავის შვილიშვილზე და მისი პირადი ცხოვრების მოგვარება სურდა. ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. მადლობა ბებიას – ჩვენი იდილიისთვის.

ჩემს ეზოში დიდი ხანია ერთი უსახლკარო ცხოვრობს. ის არასოდეს დამლაპარაკებია. ერთხელ კი მან ფული მთხოვა და მითხრა, რომ ლატარეის ბილეთის ყიდვა სურდა. ვიფიქრე, რომ მატყუებდა, მაგრამ ფული მივეცი. საღამოს თანხა დამიბრუნა და მითხრა, რომ 10 000 მოიგო. ბილეთი იღბლიანი აღმოჩნდა. ძალიან მიხაროდა, რომ ამ ადამიანის ცხოვრება ცოტათი მაინც შევცვალე. შესაძლოა, ეს მოგება დაეხმაროს და ის ნორმალურ და ღირსეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ჩვენი სახლის მახლობლად ერთი სკვერია, რომელიც მთელი ჩვენი ოჯახისთვის ბედნიერ ადგილად ითვლება. ამ სკვერში მამაჩემმა დედაჩემი გაიცნო და მრავალი წლის წინ ჩემი და თავის ამჟამინდელ ქმარს შეხვდა. გუშინ, სწორედ იმ სკვერში, შემთხვევით უცხო ბიჭი დამეჯახა. მან დიდხანს მიხადა ბოდიშები, ხელების გაწმენდაში დამეხმარა და სახლამდე მიმაცილა. როდესაც ჩემს მშობლებს ამ შემთხვევის შესახებ ვუამბე, მთელმა ოჯახმა ჩემი ქორწილისთვის ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ, რომ ჩვენი ერთგული მეგობარი სადღაც დაიკარგა. ჩემი ქმარი ფიქრობდა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, რადგან კატა საკამოდ ასაკოვანი იყო და ალბათ სამუდამოდ წავიდა. ჩვენს უმცროს ვაჟს ეს კატა ძალიან უყვარდა და ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა მისთვის სიმართლე. საღამოს სასეირნოდ გავედით, ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ჩემი შვილისთვის და ამ დროს ჩვენთან პატარა კნუტმა მოირბინა. ის ძალიან ჰგავდა ჩვენს ტომს. ბავშვმა მაშინვე დაუწყო მოფერება, ჩვენ კი ვუთხარით, რომ ეს ჩვენი მოხუცი ტომი იყო ახალი გარეგნობით. იქნებ მართალია? კატას ხომ 9 სიცოცხლე აქვს.

ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მას ჩვენთან გახუმრება უყვარს. ჩემი და ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელსაც ალექსანდრე ჰქვია. მე, ცოტა ხნის წინ ჩემს ყოფილს დავშორდი და ჩემს კოლეგასთან მაქვს რომანი. როგორ ფიქრობთ, რა ჰქვია?

საკუთარ ქორწილში შევიტყე, რომ ჩემი საქმრო საუკეთესო მეგობართან მღალატობდა. ისტერიკა დამემართა, მეტროში ჩავედი და პირველსავე ვაგონში შევედი. მგზავრები გაოცებულები მიყურებდნენ. უცებ ერთი ბიჭი მომიახლოვდა, პატარძალივით ამიყვანა და ვაგონიდან გავიდა. ის ჩემი ნამდვილი ბედი იყო. ახლა უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულები ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ.

მთელი ცხოვრება პროვინციაში ვცხოვრობდი და იქვე ვსწავლობდი. ქალაქში ინსტიტუტში ჩასაბარებლად ჩამოვედი და სამუდამოდ დავრჩი. ერთი გოგო გავიცანი და მას ვხვდებოდი. მას ნინო ერქვა. ამ სახელის გაგონებაზე მაშინვე ჩემის ბაღის მეგობარი გამახსენდა, მასაც ნინო ერქვა. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და მე ვუთხარი, რომ როდესაც გავიზრდებოდი მას ცოლად მოვიყვანდი. ეს ისტორია ნინოს ვუამბე. ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც გაირკვა, რომ ნინო სწორედ ის ბაღის მეგობარი იყო. უკვე ორი წელია ცოლ-ქმარი ვართ.

ერთხელ საფულე დავკარგე, რომელშიც ფული, ბარათები და ჩემი მეუღლის ფოტო მედო. რას ვიზამდი? ორი დღის შემდეგ მეტროში დაკარგული ტელეფონი ვიპოვე. გადავწყვიტე, რომ ტელეფონის პატრონის ნათესავებს დავკავშირებოდი. დავპირდი, რომ ტელეფონს მისამართზე მივიტანდი. მივედი და ტელეფონი მივეცი. ამ ადამიანს გავესაუბრე და ვუამბე, რომ ცოტა ხნის წინ საფულე დავკარგე. ამ დროს, ამ ბიჭმა კარადიდან საფულე გამოიღო და მკითხა, ჩემი ხომ არ იყო. ჩემი ცოლის ფოტო დავინახე და უბრალოდ გავოგნდი. ეს ბედი იყო. მას შემდეგ მე და ის ბიჭი კარგი მეგობრები ვართ. როდესაც გვეკითხებიან, ერთმანეთი როგორ გავიცანით, დიდი სიამოვნებით ვყვებით ამ ამბავს და ვამაყობთ. ასეთი რამ ყველას ხომ არ ემართება?