13 ამბავი, რომელიც აეროპორტში მოხდა

0
847

აეროპორტში რა აღარ ხდება, საკუთარი რეისის ლოდინის დროს. შემოწმების დროს კი რას აღარ ნახავ, როდესაც ჩვეულებრივი მგზავრი ხარ. ახლა კი წარმოდგინეთ, რას ხედავენ ყოველდღე აეროპორტის თანამშრომლები.

აეროპორტში მუდამ თავგადასავლებია, გრძნობ რომ რაღაც ახალი იწყება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ამბავს, რომელიც აეროპორტში მოხდა.

აეროპორტში ვმუშაობ შემოწმების სამსახურში. ერთხელ სამი ადამიანი მოვიდა: ქალი, მამაკაცი და ერთი მოზარდი. მოზარდს ჰუდი და განიერი შარვალი ეცვა. თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. ვიფიქრე, ჩვეულებრივი ოჯახი იყო. დედ-მამამ შემოწმება გაიარეს, მოზარდი კი მოშორებით იდგა. ვუთხარი, რომ მასაც გაევლო და ამ დროს ზარი გაისმა. მოზარდს მკერდის ზონაში რაღაც აკრძალული ნივთი ჰქონდა. გავაჩერე და ძებნა დავიწყე. გადავწყვიტე, რომ ხელით უკეთ ვიგრძნობდი და ძალიან გავოცდი, როდესაც მივხვდი, რომ ქალის მკერდს ვეხებოდი. მაშინვე განზე გავდექი და ქალ თანამშრომელს დავუძახე შესამოწმებლად. ვზივარ, ვმუშაობ და სადღაც ხუთი საათის შემდეგ ვხედავ, რომ ისევ ის გოგო მოდის. შევაჩერე და კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე. მან მითხრა, რომ ის ხშირად მოზარდი ბიჭი ჰგონიათ. ძალიან შემრცხვა და გოგონა ვახშამზე დავპატიჟე, მისი თვითმფრინავი გაფრენას აგვიანებდა. მან მითხრა, რომ მაპატიებდა თუ პაემანს დავუნიშნავდი. ჩამოფრენის შემდეგ შევხვდი და მთელი საღამო ვისაუბრეთ. ერთი წელია დაქორწინებულები ვართ. ახლა ამ მოზარდს ძალიან კარგი ტანსაცმელი და გრძელი თმა აქვს.

რეგისტრაციისთვის რიგში ვიდექი, ჩემს წინ ქალი იდგა, რომელსაც პატარა ძაღლი ჰყავდა. მას არავითარ შემთხვევაში არ უშვებდნენ თვითმფრინავში, რადგან ძაღლი არ იყო დარეგისტრირებული და საბუთები არ ჰქონდა. ქალბატონმა რეგისტრატორს შეხედა, შემდეგ რიგში შებრუნდა, ძაღლი დატოვა და წავიდა. ყველა გაოგნებული იყო და ძაღლის პატრონის დაბრუნებას ელოდა. ჩემს მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და საბრალო ძაღლი სახლში წაეყვანათ. ყოველი შემთხვევისთვის აეროპორტში ტელეფონის ნომერი დავტოვე, მაგრამ არავინ დამირეკა. ახლა სახლში ძაღლი მყავს.

მე და ჩემი ქმარი თურქეთიდან ვბრუნდებოდით. შემოწმებას გავდიოდით, მე ქალი მამოწმებდა, მას კი – მამაკაცი. ჩვენთან ერთად ჩვენი 13 წლის ქალიშვილიც იყო. უცბად, ის ქალი, რომელიც მე მამოწმებდა გვერდზე გავიდა და მეორე ქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა. მერე თურქულად ამბობდნენ რაღაცას, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. მერე ხელი მომკიდეს და სადღაც მივყავდი, ჩემს ქმარს შევხედე, მაგრამ მას ჩვენთან ერთად წამოსვლის უფლება არ მისცეს. გასახდელში შემიყვანეს. რაღაცას მაჩვენებენ და მეუბნებოდნენ. როდესაც თარჯიმანი მოვიდა უკვე ზღვარზე ვიყავი. მან მითხრა, რომ დანის მსგავსი საგანი მქონდა. რა დანა? თხელი კაბა და სანდლები მეცვა, ჩანთაც კი არ მქონდა. ქალმა წელის ზემოთ დამადო ხელი და მითხრა, რომ დანა აქ არისო. კაბის გახდა მომთხოვეს, მე ვიცინოდი. გავიხადე, შემომხედეს და კინაღამ ტირილი დაიწყეს. სიმაღლე 1,83 მაქვს, წონა კი – 64 კგ, ნეკნები ძალიან მეტყობა. ჩემი ქმარი ხუმრობს ხოლმე, რომ ჩემს სხეულზე ანატომიის შესწავლა შეიძლება, თურქებს კი დანა ეგონათ.

ცოლ-ქმარი საკუთარ რეისს ელოდა. შემოწმების დროს მათ უთხრეს, რომ ჩემოდანში რაღაც ცხოველი ჰყავდათ, რაც წყვილს ძალიან გაუკვირდა, რადგან არავითარი ცხოველი არ წამოეყვანათ. როცა ჩემოდანი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ეს მათი კატა იყო, რომელსაც ძილი ყუთებში, ჩანთებსა და ჩემოდნებში უყვარს. როგორც ჩანს, თვითონ ჩაძვრა. მეგობრებს დაურეკეს, მათ კატა წაიყვანეს, წყვილი კი გაფრინდა.

ერთ-ერთი ქალაქის აეროპორტში ძაღლს, რომელიც მეგზური იყო, მშობიარობა დაეწყო. საშველად ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მოვიდა – პოლიციელები და მეხანძრეები, რომლებიც იმ დროს აეროპორტში იმყოფებოდნენ. ძაღლი არსად წაუყვანიათ, მან აეროპორტის დარბაზში ხალხის თვალწინ იმშობიარა. ამის შემდეგ ძაღლების მთელი ოჯახი და მათი პატრონი თვითმფრინავში ჩასვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებისთვის საბუთების გარეშე ფრენა აკრძალულია, გამონაკლისი დაუშვეს.

აეროპორტში ვმუშაობ. მამაკაცმა მოირბინა, ვნახე, რომ ფრენა გადაიდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ასწრებდა. სანამ მის საბუთებს ვამოწმებდი, მან მიამბო, რომ უკვე ერთი კვირა იყო, რაც გაფრენას ვერ ახერხებდა. ხან ფრენა გაუქმდა, ხან სხვა დროისთვის გადაიდო. ველაპარაკები და ვხედავ, რომ კომპიუტერი არ მუშაობს, მეორესთან გადავედი და იგივე იყო. როგორც იქნა, დავარეგისტრირე. ავტობუსამდე მივიდა და აღმოჩნა, რომ ავტობუსი უკვე წასულიყო. დავამშვიდე, ვუთხარი, რომ მეორეს გაჰყვებოდა. ტრაპს მიუახლოვდა, ავიდა, თვითმფრინავში შევიდა და მაშინვე შუქი ჩაქრა. მალევე შეაკეთეს. თვითმფრინავი გაფრინდა. ჩემს კოლეგას ვეუბნებოდი, რომ ადამიანი მაინც ყველაფერზე ძლიერია-თქო და უცებ შეგვატყობინეს, რომ ის თვითმფრინავი უკან ბრუნდებოდა, რადგან სალონში შუშა გასკდა.

ერთხელაც სხვა ქვეყნიდან სახლში მოვფრინავდი, სამი გადაჯდომა მომიწია, საშინელება იყო. ბოლო გადაჯდომის წინ აეროპორტში ჩამეძინა. გამომეღვიძა, მივხვდი, რომ მეძინა, ძალიან ბევრი ვიტირე. ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა, თუ რა მოხდა. მე ვუამბე. ის წავიდა და სხვა რეისის ბილეთი მიყიდა.

ერთხელ მიუნხენის აეროპორტში მოხდა შემთხვევა, რომელიც ალბათ არსად მომხდარა. ქალს ამოწმებდნენ და 1 ბოთლი წყალი უპოვეს, რომელშიც დასაშვებზე მეტი სითხე იყო. მას კამათი არ დაუწყია და ბოთლის დატოვება გადაწყვიტა. ის დაბრუნდა, წყალი ჩააბარა და იფიქრა, რომ შემოწმება უკვე გავლილი ჰქონდა და მისი გავლა აღარ სჭირდებოდა. ყველა თანამშრომელი სხვა მგზავრებით იყო დაკავებული და ამიტომ მან შეუფერხებლად გაიარა. ეს ყველაფერი დაცვის თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერებზე დაინახეს და ქალის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ის უკვე ჩაჯდა თავის თვითმფრინავში და გაფრინდა. ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა და ბევრმა მათგანმა იმ დღეს ფრენა ვერ შეძლო. იმ ქალბატონმა არც კი იცოდა რა ჩაიდინა, ის მშვიდად იჯდა თვითმფრინავში და ფრენით ტკბებოდა.