დედის რჩევით ჩაის სპეციალურ დანამატს ვუმატებ, რომ ღვთაებრივი სასმელი მივიღო

0
144

როგორ ვიპოვოთ გემრიელი ჩაის რეცეპტი? დღეს ამ საოცარი სასმელის მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს. არის მათ შორის ფავორიტი? რა უნდა დაუმატოთ ფინჯან სასმელს, რომ დაუვიწყარი გემო და არომატი მიიღოთ? Paparazzi ამ თემის განხილვას ეცდება.

გემრიელი ჩაის რეცეპტი – ჩაის გემოების თანამედროვე მრავალფეროვნება განსაკუთრებით გვახარებს. მაღაზიაში ნამდვილად ღვთაებრივი გემო შეგიძლიათ მოძებნოთ და სამუდამოდ შეიყვაროთ. უბრალოდ სუპერმარკეტში სპეციალურ თაროებზე გადადით და შესაფერისი გემო აირჩიეთ. უნდა ითქვას, რომ ყველა პაკეტის ჩაი ყურადღების ღირსი არაა. გირჩევთ გემრიელი ჩაი დამოუკიდებლად შექმნათ.

არომატული დანამატები – ხშირად ფინჯან ცხელ სასმელს ლიმონის ნაჭერს ვუმატებთ. ხელმისაწვდომი ხილია, რომელსაც უახლოეს მაღაზიაში მარტივად იპოვით. რა საჭიროა ლიმონზე ჩაციკვლა, თუ ამდენი ალტერნატივა არსებობს? მაგალითად, ფორთოხალი ან ლაიმი. ისიც სასმელს შეგიძლიათ დაუმატოთ და საოცარი გემოთი დატკბეთ. ამ სიაში შედის გახეხილი კოჭაც. რა თქმა უნდა, მარტივად შეიძლება გადააჭარბოთ და სასმელი ნაკლებად გემრიელი გამოვიდეს. ცოტა კოჭა ცივ სეზონზე მხოლოდ მოგიხდებათ. სურდოს გზას ჩაუხერგავთ, თუ სამზარეულოში ფინჯანი ცხელი კოჭის ჩაი უკვე გელოდებათ. მცენარეული არომატის მოყვარულებმა ახალი პიტნის შეძენით თავი უნდა გაინებივრონ. მასაც მსხვილ სუპერმარკეტებში მწვანილების დახლზე მარტივად იპოვით. მისი ნაზი არომატი არა მხოლოდ გაგათბობთ და იმუნიტეტს გააძლიერებს, არამედ ჩაის სმისას განწყობას აგიმაღლებთ.

საყვარელი გემოები – ცივ სეზონზე ფინჯან მწვანე ან შავ ჩაიზე თაფლით უარს ვერ იტყვით. სავალდებულოც არის. არა მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზმი სურდოს და ზამთრის სევდას ებრძვის. საკუთარ თავს რელაქსაციის და განტვირთვის საღამო აჩუქეთ. დიდი ფინჯანი ჩაი თაფლით საღამოს სცენარს იდეალურად ერგება. ინგლისური ტრადიციების მოყვარულები რძიან ჩაიზე უარს არ იტყვიან. სარგებლის და გემოს საოცარი ტანდემი თავის დამფასებლებს იპოვის. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თავიდან რძე გამოიყენებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ძვირფასი სერვიზი მდუღარე წყლით არ დაზიანებულიყო. რძეს ფინჯანის ძირში ასხამდნენ და ის მთელ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა. მოგვიანებით რძიანი სასმელის გემო სათანადოდ დააფასეს. ჩაი ქაცვით ვიტამინებით მდიდარი საგანძურია. ეს კენკრაც მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. როგორ დავუმატოთ ჩაის? კენკრას მდუღარე წყალი გადაავლეთ და კოვზით დაარბილეთ. ჩაის ნაყენს ქაცვის პიურე და ცოტა კენკრა დაუმატეთ, მდუღარე წყალი დაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩაი წვრილ საცერში ან მარლაში გადაწურეთ და საოცარი გემოთი ისიამოვნეთ.

უჩვეულო კომპონენტები – თუ ცივი სასმელი მოგწონთ, ჩაი ჟასმინით აუცილებლად დააგემოვნეთ. ეგზოტიკური კომპონენტი ჩვეულებრივ სასმელს საინტერესო კოქტეილად აქცევს. ჩაი უშაქროდ კომპოტის და გაზიანი სასმელის ნაცვლად სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. განსატვირთად ან მეგობრებთან ერთად ხმაურიანი შეკრებისას შესაფერისია. რა თქმა უნდა, ჟასმინი ფინჯან ცხელ ჩაისაც შეგიძლიათ დაუმატოთ. 2–3 ხმელი ყვავილი 1 ფინჯანზე საკმარისია. უჩვეულო გემოს მოყვარულებს შეუძლიათ ჩაის ბეგქონდარა ან ილი დაუმატონ. აღსანიშნავია, რომ ასეთი დანამატის გემო საკმაოდ სპეციფიკურია. უმჯობესია, რომ ასეთ სასმელს სადმე კაფეში ან რესტორანში გაეცნოთ. ასე ჩაის გემოს გაეცნობით და უჩვეულო ინგრედიენტების ყიდვაზე ფულს არ დახარჯავთ.

გემრიელი ჩაის მარტივი რეცეპტი – ფინჯან მწვანე ან შავ ჩაის კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ დაუმატოთ. დარიჩინი, კარამელი, ფორთოხლის ცედრა, ბერგამოტი, ბადიანი, მიხაკი, ვაშლის ნაჭრები. ზოგჯერ რამდენიმე წვეთი ალკოჰოლი ზედმეტი არაა. რატომაც არა, თუ ასე მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვას შეძლებთ. რამდენი ინგრედიენტიც არ უნდა დაუმატოთ, მთავარი არ დაგავიწყდეთ. ჩაი გემრიელი გამოვა, თუ თქვენი სიყვარულის და ზრუნვის ნაწილს დაუმატებთ. ასე სასარგებლო და გემრიელი გახდება.