ბამბის დისკი დაასველეთ და ფანჯრის ჩარჩო გაწმინდეთ. უსიამოვნო პრობლემებს დაივიწყებთ

0
1083

ერთხელ მეგობარს ვესტუმრე. იმ დროს სახლს ალაგებდა. შევამჩნიე, რომ ფანჯრის ჩარჩოებს ბამბის დისკით წმენდდა. დავინტერესდი და გამოვკითხე, რატომ აკეთებს ამას. ასე საოცარი საწმენდი საშუალების შესახებ გავიგე. ის არაერთ უსიამოვნო პრობლემას მოგაშორებთ. Paparazzi ამ შესანიშნავი საშუალების რეცეპტს გიზიარებთ.

შინაურული საწმენდი საშუალება – ხშირად ბინაში ჩნდება სხვადასხვა მწერი, რომელიც მშვიდად ცხოვრებაში ხელს გვიშლის. მაგალითად, კოღო და ბუზი. ისინი თბილ სეზონზე აქტიურობენ. მათ ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად მეთოდი არსებობს. დამატებით, ფანჯრის ჩარჩოებს სისუფთავეს და სიქათქათეს დაუბრუნებთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ძმარი. მისი დახმარებით მწერებს დააფრთხობთ, რადგან მისი სუნი არ მოსწონთ. გარდა ამისა, ძმარი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ფანჯრის ჩარჩოებს ყვითელ ლაქებს აშორებს. ქათქათა ფერი გარანტირებულია.

ძმრისა და წყლის ნარევი ფანჯარაზე ზოლებს არ ტოვებს. ფანჯრის ჩარჩოებს კარგად ათეთრებს და კვალს არ ტოვებს. ალბათ, იტყვით, რომ ამ მიზნით ნებისმიერი ნაყიდი საშუალება შეგვიძლია გამოვიყენოთ. იქნება ასეთი ნატურალური? ალბათ, არა. ძმარი ბავშვებს და ცხოველებს არ აზიანებს, ზოლებს არ ტოვებს და უფრო იაფია, ვიდრე ნაყიდი საშუალება. დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვეულებრივი სუფრის ძმარი უნდა გამოიყენოთ. ვაშლის ძმარს ასეთი თვისებები არ აქვს.

ახლა უნდა დავამუშავოთ ფანჯრის ჩარჩოები მწერების საწინააღმდეგოდ? ცივ სეზონზე მწერების პრობლემა ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ ბინაში შეიძლება თავშესაფარი ნაპოვნი ჰქონდეთ. თბილ ბინაში შეიძლება გამოფხიზლდნენ. სწორედ ამიტომ, უმჯობესია სწრაფად იმოქმედოთ და მოიშოროთ.

წმენდის მეთოდზე გადავიდეთ. ძმარი და წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით. მინას და დარაბს ეს ხსნარი შეასხურეთ, შემდეგ ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, რომ ზოლები არ დარჩეს. ფანჯრის ჩარჩოები ამ ხსნარით ცალკე გაწმინდეთ. ბამბის დისკი ნარევში დაასველეთ და ფანჯრის პლასტმასის ნაწილები გაწმინდეთ.

ფანჯარა სისუფთავით იბრწყინებს! შინაურული საწმენდი საშუალება ორ პრობლემას აგვარებს. მაღაზიაში ნაყიდ საშუალებებს ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ მარტივი ხრიკით დალაგების პროცესს გაიმარტივებთ.