აუცილებელი წესი. რატომ უნდა დაახუროთ უნიტაზს თავსახური

0
4960

ჩვენს სახლში უნიტაზის თავსახურის დახურვა კანონია. იმდენად მივეჩვიე, რომ მეგობრებთან სტუმრობისას ამ წესს ვიცავ. ერთხელ მეგობარმა მკითხა: „რატომ ხურავ უნიტაზის თავსახურს ჩემს სახლშიც?“ მაშინ ბებიის სიბრძნე გავუზიარე. Paparazzi თქვენც გიზიარებთ.

უნიტაზის დახურული თავსახური – ბებიაჩემი ყოველთვის მომთხოვნი იყო და წესებზე გიჟდებოდა. მის ბინაში ვცხოვრობდით, ამიტომ წესებს ყოველთვის ვიცავდით. მან გვასწავლა უნიტაზის თავსახურის დახურვა. ეს აუცილებელი იყო. როცა გავიზარდე, ვკითხე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ბებიამ მიპასუხა: „თუ უნიტაზის თავსახურს არ დახურავ, ოჯახიდან ფული წავა!“ მაშინ გავიფიქრე, რომ ეს უბრალო ცრურწმენა იყო. როცა საკუთარი ოჯახი გამიჩნდა, ბებიის სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდი. შევნიშნე, რომ თუ ვინმე უნიტაზის თავსახურს არ ხურავს, რაღაც მატერიალური დანაკარგი აუცილებლად ხდება. ხან ტექნიკა ზიანდება, ხან ფული იკარგება. ასე რეგულარულად ხდებოდა, სანამ ოჯახის წევრებს ჩემი წესის დაცვა არ ვასწავლე. როცა მეგობრებს ამის შესახებ ვუამბე, მათაც თავსახურის დახურვა დაიწყეს. აღნიშნეს, რომ წვრილმანი უსიამოვნებები შემცირდა, ფული ოჯახში გაჩერდა. ამ წესის ათვისებას გირჩევთ. წვრილმანია, მაგრამ ფულის დაზოგვა შეუძლია. თან ამას რაციონალური მიზეზებიც აქვს.

ჰიგიენა და ეტიკეტი – ორი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა დაახუროთ უნიტაზს თავსახური. პირველი მიზეზი ჰიგიენაა. უნიტაზის ზედაპირზე მიკრობები რჩება. ჩარეცხვისას მიკრობები წყლის შხეფებთან ერთად ჰაერში ამოდის. მიკრობები კედლებზე, იატაკზე და ნიჟარაზე რჩება. დაგვეთანხმეთ, სასიამოვნო არაა. სწორედ ამიტომ, ჩარეცხვამდე უნიტაზს თავსახური უნდა დაახუროთ. თუ სველი წერტილი საერთოა, პირადი ჰიგიენის ნივთები უნიტაზს უნდა მოაშოროთ. მაგალითად, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და პირსახოცი. ღია უნიტაზთან მათი მეზობლობა უკიდურესად არასასურველია.

ეთიკური მხარეც არსებობს. ბევრ ქვეყანაში უნიტაზის დახურული თავსახური კარგი ტონია. ეს წესია, რომელსაც ბავშვებს ბავშვობიდან ასწავლიან. ამაში გასაკვირი და ზებუნებრივი არაფერია.