როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები

218

ინტერნეტში ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მას ახალი მეზობელი ჰყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ხმაურიანი კომპანიები. მას ზოგჯერ სადარბაზოში გასვლის ეშინია.

“ერთ საღამოს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. მის ბინაში ისევ ხმაური იყო. ჩემი სახლის კარებთან მისვლა ვერ მოვასწარი, მისი ორი მეგობარი გადამეკიდა. მე ყვირილი და ტირილი დავიწყე. ვყვიროდი, რომ ჩემთან ახლოს მოსვლა არ გაებედათ. ამ დროს ლიფტიდან ორი ახალგაზრდა გამოვიდა. მათ ჩემს ყვირილს ყურადღება არ მიაქციეს და გზა განაგრძეს. მთელი ძალებით ვყვიროდი და ვტიროდი.

უცებ კარი გაიღო. ზღურბლზე მამაკაცი იდგა, რომელიც დაახლოებით 70 წლის იქნებოდა. მას დიდხანს არ უფიქრია, ამ არაადამიანებს ყუმბარა ესროლა. ერთი ჰაერში გაიყინა, დანარჩენები კი უკვალოდ დაიკარგნენ. ყუმბარა ნამდვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ მე დასკვნა გამოვიტანე, რომ ეს ნამდვილად მამაკაცური საქციელი იყო. რაც არ უნდა ხდებოდეს, ასეთი მამაკაცები გამოსავალს მაინც იპოვიან”.

ახლა უმეტესობა ფიქრობს, რომ უმჯობესია გვერდი აუაროს, რაში სჭირდება ზედმეტი პრობლემები. ადამიანებო, ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილები იყავით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ! ამ მოხუცით აღფრთოვანებული ვარ, ასეთ რამეს ბევრი ახალგაზრდა ვერ გააკეთებდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს