დარიჩინის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

389

ყველა სუნელიდან, რომელიც თქვენს სამზარეულოში მოიძებნება, დარიჩინი არა მხოლოდ ყველაზე არომატული არამედ, ყველაზე სასარგებლოცაა. ამ სუნელის ერთი მწიკვი ყავაში ან დესერტში გემოს გაუმჯობესების პარალელურად, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეც. თანამედროვე კვლევები ამტკიცებენ, რომ დარიჩინის დამატება თქვენს რაციონში, განსაკუთრებით მაშინ თუ სურვილი გაქვთ გაიუმჯობესოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა აუცილებელია.

PAPARAZZI-ს რედაქცია სიხარულით მოგიყვებათ დარიჩინის ყველა სასარგებლო თვისების შესახებ. ის ხომ ნამდვილი განძია ყოველი თქვენთაგანის ჯანმრთელობის სამსახურში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საწინააღმდეგოდ.

დარიჩინის ყოველდღიურად გამოყენება ერთი მწიკვის ოდენობით დადებითად მოქმედებს გულზე და სისხლის ცირკულაციაზე. ის გამოდევნის ქოლესტერინს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და გულს. ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის წარმოქმნის რისკს. ანორმალიზებს წნევას ჰიპერტონიკებში.

გასახდომად

სწორედ ზედმეტი გლუკოზის წარმოქმნის პროცესის შეფერხების თვისება აყენებს დარიჩინს იმ სუნელებს სათავეში, რომლებიც გახდომის პროცეს უწყობენ ხელს. ამიტომ, თუ ტკბილეულის ჭამა გიყვართ მადლიანად მოაყარეთ მას დარიჩინი და ისე მიირთვით.
სამედიცინო კვლევების თანახმად დარიჩინი ასევე აქტიურად უწყობს ხელს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხიმების დაშლას. ეს კი სწორედ ის არის რაც მეტაბოლიზმის ასაჩქარებად გვჭირდება.

შაქარიანი დიაბეტისას

დარიჩინის ქერქი ასევე ცნობილია, როგორც სისხლში შაქრის დონის მაკონტროლებელი საშუალება. მათვის ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, რეკომენდირებულია მიიღონ მეოთხედი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი საკვებთან ერთად. ის დაგეხმარებათ სისხლში შაქარის დონის დარეგულირებაში.
ცნობილია, რომ ასეთი დაავადების მქონე ადამიანები, მეტად მიდრეკილი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი, რასაც სწორედ ეს სუნელი აგარიდებთ.

ანტისეპტიკური მოქმედება

დარიჩინის ქერქი ფლობს სასარგებლო ანტისეპტიკურ თვისებებს, ანადგურებს სოკოს და ბაქტერიებს, აფერხებს კარიესის წარმოქმნას. სწორედ ამ თვისების წყალობით ეს სუნელი მრავალი კბილის პასტის და სავლების შემადგენლობაში შედის.
გერმანელი ექიმები საკუთარი კვლევებით ადასტურებენ დარიჩინის, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს – ვაგინალური და შარდსადენი გზების სოკოს არსებობისას. ასეთი შემთხვევებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინის ნაყენის ოყნა და დარიჩინთან ერთად დაყენებული ჩაი.

გაცივებისა და გრიპისას

შესანიშნავი დამხმარეა დარიჩინიანი ჩაი. ნახევარ ლიტრ ადუღებულ წყალს დაუმატეთ დარიჩინის ჩხირი და დააყენეთ ნაყენი 10-15 წუთი. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლიც, უკვე განელებულ ჩაიში. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ფორთოხლის ცედრაც. ამგვარად მომზადებული ჩაი ძალიან გემრიელი გამოგივათ.
დარიჩინი თქვენ ასევე შეგიძლიათ დალიოთ რძესთან ერთად. ერთ ჭიქა რძეში დაამატეთ 1/3 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. თაფლი ემატება ანადუღარ რძეში, რომლის ტემპერატურაც 60 გრადუს არ უნდა აღემატებოდეს.

აი რა სასარგებლო თვისებებს ფლობს დარიჩინი. დარიჩინის უმრავლესობა, რომელიც სუპერმარკეტებში გვხვდება – არის კასსია. ეს მცენარე ნამდვილი დარიჩინის ყველაზე ახლო ნათესავია, მაგრამ ეს ყავისფერი ჩინური ხეა. კასიასა და დარიჩინის ქერქის ნატეხები განსხვავდებიან როგორც გარეგნულად ასევე ქიმიური შემადგენობითაც და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია მკურნალობისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს