დაკვირვების უნარის ვარჯიშს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეს გეხმარებათ, საკითხს დეტალურად შეხედოთ და შეამჩნიოთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ღირებული თვისებაა. გთავაზობთ მის განვითარებაზე იმუშაოთ. ამ მიზნით ფოტოებს შეხედეთ და ზედმეტი იპოვეთ. ყველაფერი მარტივია, მაგრამ საოცრად სასარგებლო. Paparazzi–მა თქვენთვის უჩვეულო და საინტერესო ტესტები მოამზადა.
იპოვეთ ზედმეტი გამოსახულება – მოცემულ ფოტოებს დააკვირდით. ერთი შეხედვით, მათზე ერთმანეთის მსგავსი გამოსახულებია. სინამდვილეში, არის ერთი, რომელიც განსხვავდება. მისი სწრაფად პოვნა სცადეთ. სტატიის ბოლოში იპოვით პასუხებს, რომ თქვენი თავი შეამოწმოთ.
ყურადღებიანი ძაღლი – ამ საყვარელ ძაღლებს შეხედეთ. ყველა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მათ შორის იმალება ერთი, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. სცადეთ, მისი პოვნა 30 წამში.
მოფარფატე პეპელა – დარწმუნებული ვართ, რომ ძაღლი ძალიან სწრაფად იპოვეთ. ახლა უფრო რთულ ამოცანაზე გადადით. ამ დიდებულ პეპლებს შეხედეთ. იპოვეთ ის, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ყურადღებით დააკვირდით.
მომღიმარი ყვავილი – დროდადრო ყურადღებას გადართვა სჭირდება. ცხოველებს შევხედეთ, ახლა ცოტა ბუნებით დავტკბეთ. იპოვეთ ზედმეტი ყვავილი. საქმე დეტალებშია.
თავნება ჩიტი – ჩიტები ჯგუფებად ყოფნას ცდილობენ. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მათ შორის არის ის, რომელიც სხვებისგან ოდნავ განსხვავდება. სცადეთ მისი პოვნა.
მხიარული ჩაიდანი – დასასრულს ვუახლოვდებით. მხოლოდ ჭურჭლის განხილვა დარჩა. ამ შემთხვევაში ჩაიდნები გვაქვს. ის იღიმება და თქვენს დაბნევას ცდილობს. მის ხრიკებს არ წამოეგოთ, ყურადღებით დააკვირდით. ზედმეტი გამოსახულება იპოვეთ.
სწორი პასუხები:
- ძაღლმა ბოლო რიგში თავისი ძვალი დაკარგა.
- მეორე რიგში და ბოლო სვეტში პეპლის ქვედა ფრთის ფერი ოდნავ განსხვავებულია.
- ცენტრში ყვავილს რუმიანა აკლია.
- მეორე რიგში და პირველ სვეტში ჩიტმა თავისი ბუმბული სადღაც დაკარგა.
- პირველ რიგში ბოლო ჩაიდანმა თავისი არშიის ოდნავ შეცვლა გადაწყვიტა.
თუ ყველა ამოცანის ამოხსნა შეძელით, გილოცავთ. დაკვირვების უნარი კარგად განვითარებული გაქვთ. არ მოდუნდეთ. ვარჯიში გააგრძელეთ, რომ უნარები არ დაკარგოთ.