სკოლაში გამოძახეს ქალი, რომელიც საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა და ქალიშვილს ზრდიდა. მას უთხრეს, რომ მისმა გოგონამ ბიჭს სცემა. ის სკოლაში გაიქცა და მზად იყო საკუთარი შვილი დაესაჯა, მაგრამ როდესაც გაიგო, რაც მოხდა, მან თავისი ქალიშვილი დაიცვა.
ექთნად მუშაობა იმის საშუალებას არ მაძლევს, რომ მუდმივად ერთ ადგილას ვიმყოფებოდე, ამიტომ ჩემთან დაკავშირება მხოლოდ 45 წუთის შემდეგ შეძლეს. ჩემი შვილის სკოლის დირექტორმა დარეკა და სკოლაში დამიბარა.
მიზეზი ვიკითხე, მაგრამ არაფერი მიპასუხეს. მე ვუთხარი, რომ თუ ჩემს შვილს არაფერი უჭირდა, მაშინ სკოლაში მოგვიანებით მივიდოდი, რაზედაც გაღიზიანებული ხმით მიპასუხეს, რომ ისედაც 45 წუთის მანძილზე ვერ მიკავშირდებოდნენ და მე კიდევ დამატებით დროს ვჭიმავ.
დირექტორის კაბინეტში ბიჭის დედა, თავად ის ბიჭი, რომელსაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ჩემი შვილი, დირექტორი და მასწავლებელი მელოდებოდნენ. მასწავლებელმა ვერ მოითმინა და გაღიზიანებული ხმით მითხრა, რომ როგორც იქნა, პატივი დავდე და მივედი.
მე დავიწყე იმის ახსნა, რომ საავადმყოფოში ვმუშაობ, მუდმივად პაციენტები არიან და მათი მიტოვება არ შემიძლია.
საუბრისას გაირკვა, რომ თურმე ჩემმა შვილმა ამ ბიჭს სახეში გაარტყა და თან არაერთხელ. მიზეზი ვიკითხეთ და ჩემმა შვილმა თქვა, რომ ბიჭი მას ბიუსჰალტერს უქაჩავდა. ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და ბიჭის მშობლებს ვუთხარი, რომ მათ შვილს პოლიციაში ვუჩივლებდი.
მაშინვე დამიწყეს დამშვიდება, მითხრეს, რომ ნაჩქარევი დასკვნა გამოვიტანე და ინფორმაცია ისე ვერ მივიღე, როგორც სინამდვილეშია.
ბიჭის დედა ძალიან შემეცოდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, რომ ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა.
ჩემმა შვილმა თქვა, რომ ამ ბიჭს მსგავსი რამ არაერთხელ ჩაედინა. მას ბევრჯერ გაეფრთხილებინა, რომ დაარტყამდა, მაგრამ ის არ წყვეტდა ამის გაკეთებას. მან მასწავლებელს შესჩივლა, მაგრამ მასწავლებელს არავითარი ზომები არ მიუღია.
მასწავლებელს ვკითხე, თუ რატომ არ მოიმოქმედა არაფერი. მე მას მივუახლოვდი და ვუთხარი, რას იზამდა, თუ მის შარვალზე ელვა შესაკრავს ჩამოვქაჩავდი. მასწავლებელმა უკან დაიხია, მე კი უთხარი: რა მოხდა? მე უბრალოდ გაგეთამაშებით. ისევე, როგორც ეს ბიჭი გაეთამაშა ჩემს ქალიშვილს.
ამ დროს საუბარში დირექტორი ჩაერია და თქვა, რომ კმარა ამაზე საუბარი და ამ სიტუაციაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ გოგომ ბიჭს სცემა. მე მას შევეწინააღმდეგე, ვუთხარი, რომ ეს ბიჭი ჩემს გოგონაზე მაღალი და ძლიერია. როდესაც ბიუსჰალტერს უქაჩავდა, მაშინ ეცინებოდა, ახლა კი დედის კალთას ამოფარებულა და ტირის. რა უნდა ექნა ჩემს შვილს, როდესაც უფროსებმა არ დაიცვეს? მან თავი თავად დაიცვა.
ჩემს შვილს ხელი მოვკიდე და დირექტორის კაბინეტიდან თავაწეულები გამოვედით. მე კი პოლიციაში ვუჩივლე ბიჭს, რომელსაც სუსტების დაჩაგვრა შეუძლია, ხოლო როდესაც პასუხისგების დრო დგება, მშობლების ზურგს უკან იმალება.