სისუფთავისა და წესრიგის მაგალითი! პერფექციონისტის ბინა

191

სახლის მოწყობა, ნივთების შენახვა, წვრილმანებისთვის ადგილის მიჩენა – ამისთვის თითოეულ სახლში დაუწერელი წესები არსებობს. ვიღაცისთვის ნორმად შემოქმედებითი ქაოსი ითვლება, როდესაც ძველ გაზეთებსა და წიგნებში წინდების ნახვაც შეგიძლიათ, მტვერი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და სახლიდან გასვლას ყოველთვის თან ახლავს გასაღებების ძებნა.

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც აღწერილი სიტუაცია სრულიად მიუღებელია. ისინი ასეთ პირობებში უბრალოდ ვერ გაძლებენ. ეს შეგვიძლია ალექსანდრა კოსტელოს მაგალითზე განვიხილოთ, რომელიც პროფესიონალი ორგანიზატორია. ქალი 31 წლისაა, მაგრამ მისი პედანტურობის და ყველაფრის მოწესრიგების უნარის შესაძლოა დიდი გამოცდილების მქონე დიასახლისებსაც შეშურდეთ.

ცნობისთვის! ალექსანდრა იმ ადამიანთა სიაში შედის, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ორგანიზებულ ადამიანებად არიან აღიარებულნი.

ამ ქალის სახლი – სისუფთავისა და წესრიგის ეტალონია. იქ ერთ პატარა საგანსაც ვერ ნახავთ, რომელიც თავის ადგილზე არ დევს. სახლში არ არის მტვერი, ყველაფერი სისუფთავით ბრწყინავს, იატაკი და ავეჯი გაპრიალებულია.

ალექსანდრას სახლის დათვალიერებისას ნივთების განლაგების საოცარი წესრიგით გაოცდებით. თითოეულ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი.

სამზარეულოში პროდუქტები ინახება. ქილები სრულყოფილ რიგებად არის დალაგებული. სანელებლებისა და ვიტამინების კონტეინერები მბრუნავ თაროებზეა მოთავსებული. თითოეულს საკუთარი სახელი აწერია. უდავოდ, მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

მოწონებას იმსახურებს ჩაის პაკეტების კონტეინერი. მას რამდენიმე განყოფილება აქვს, სადაც ჩაის სხვადასხვა სახეობები ცალ-ცალკეა განთავსებული.

სამზარეულოს კარადები აღჭურვილია სხვადასხვა მოწყობილობებით, რომლებიც დიასახლისს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. დანა-ჩანგალი დანაყოფებიან ყუთშია მოთავსებული.

ტაფები ვერტიკალურად არის განლაგებული მაგიდის სპეციალურ განყოფილებაში, რაც საშუალებას იძლევა, რომ სწრაფად ამოიღოთ ის ტაფა, რომელიც გჭირდებათ.

პერსონალურ სახელოსნოში ოფისია მოწყობილი. პროფესიული საქმიანობის სპეციფიკა სახარჯო მასალის დიდ რაოდენობას გულისხმობს. ეს ყველაფერი პლასტმასის კონტეინერებში ინახება. ისინი გამჭვირვალეა, ამიტომ ძალიან ადვილია იმის დანახვა, რაც გჭირდებათ. კედლის დაფა საშუალებას გაძლევთ მოათავსოთ სხვადასხვა ლენტები და ძაფები. ასევე არის სამუშაო იარაღებიც.

საკანცელარიო ნივთები, საქაღალდეები, რვეულები, ქაღალდი – ყველაფერი უჯრებშია გადანაწილებული.

ცალკე დაფაზე მიმაგრებულია კალენდრები და ცხრილები. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციაც საუკეთესო ფორმით არის დატანილი.

გასახდელი ოთახი სრულყოფილების მოდელია. ტანსაცმელი დალაგებულია და ფერადი მარკერებით არის მონიშნული. საჭირო ნივთის პოვნა რთული არ არის. სამკაულებისთვის დამაგრებულია სპეციალური საკიდები, რაც მათ არჩევას აადვილებს.

საინტერესო იდეა შარფების შესანახად – ამ მიზნით გამოყენებულია პირსახოცის თარო.

აბაზანა იდეალურად სუფთაა. ალექსანდრამ კარზე ქსოვილისგან დამზადებული ჯიბეებიანი სათავსო ჩამოკიდა. ჯიბეებში საჭირო საშუალებებია ჩალაგებული და ეს ყველაფერი საშხაპე ფარდითაა დაფარული.

სახლის აფთიაქში ყვლაფერი გათვლილია. კარის შიდა მხარეს თხელი ლითონის ფურცელია და კარი მაგნიტის მეშვეობით იკეტება. სერიოზული მედიკამენტებისთვის ადგილი თეთრეულის კარადაშია გამოყოფილი.

აივანსაც საკუთარი ფუნქციონალური ზონები აქვს. ეს არის მოსახერხებელი ყუთი სავარჯიშო ინვენტარისთვის. აქვეა სექციური ყუთი ბატარეებისთვის.

ნივთების იდეალური განლაგება – პერფექციონისტისთვის სამოთხეა. ყველას არ გააჩნია წესრიგისა და ჰარმონიის ასეთი შეგრძნება, მაგრამ ეს იდეები საინტერესო და ორიგინალურია. ისინი მრავალი ყოველდღიური საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს