ტორტი ცხობის გარეშე 15 წუთში მოვამზადე. სტუმრები მთელი საღამო რეცეპტს მეხვეწებოდნენ

0
394

ტორტი ჟელატინით 15 წუთში მოვამზადე. გამოცხობა არც დასჭირდა. სტუმრებს იმდენად მოეწონათ, რომ მთელი საღამო რეცეპტს მთხოვდნენ. ჩიზქეიქს ჰგავს, მაგრამ ცხობა არ სჭირდება. საფუძვლად შოკოლადის ფხვიერ ორცხობილას ვიყენებ, მაგრამ ნებისმიერი გამოგადგებათ, რაც გაქვთ. კაკალი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ. შესანახად მაცივარი საჭირო არაა. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ელეგანტური ტორტი ცხობის გარეშე ოლგა მატვეის რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 100 გ ორცხობილა
  • 100 გ კაკალი
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 50 გ კარაქი
  • 200 მლ ნაღები

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს წყალი დაასხით და გასივება აცადეთ. 18 სმ დიამეტრის (უფრო ნაკლები შეიძლება, მაგრამ მაქსიმუმ 20 სმ) საცხობი ფორმის ძირს და გვერდებს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ.
  2. ორცხობილა ბლენდერით დააქუცმაცეთ. კაკალიც დააბლენდერეთ. აურიეთ და რბილი კარაქი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თუ მასა ძალიან წებოვანი არაა, ცოტა წყალი (1,5 ს/კ) დაუმატეთ. მზა მასა ფორმის ძირში მოათავსეთ. ჩაის კოვზით გვერდები გაუკეთეთ.
  3. შესქელებული რძე და ნაღები თასში ჩაასხით. ნაღების ალტერნატივად იოგურტი, არაჟანი ან რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  4. ჟელატინი ქურაზე ან მიკროტალღურში გააცხელეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადნეს. ჟელატინი შესქელებულ რძეს დაასხით და აურიეთ. თხელი მასა ფორმაში ჩაასხით. პარკი დააფარეთ და მაგიდაზე ან მაცივარში სრულ გამაგრებამდე შეინახეთ. ამას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება.
  5. დესერტი ფორმიდან ამოიღეთ და თეფშზე გადაიტანეთ. წარმოუდგენლად გემრიელია. ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

ტორტი ჟელატინით და შესქელებული რძით ცხობის გარეშე წარმოუდგენლად გემრიელია. ჟელატინის ნაცვლად აგარ–აგარი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მაშინ მოხარშული შესქელებული რძე გამოიყენეთ. ორცხობილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკბილი გახუხული პური, რომელსაც ქიშმიში შეგიძლიათ დაუმატოთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ამ დესერტის ახალ ვარიანტებს მიიღებთ. შეუდარებელი რეცეპტია, ცდას გირჩევთ!