იაფი თევზი, რომელიც ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძვირადღირებული

0
4124

ყოველთვის მეგონა, რომ იაფი თევზი ის პროდუქტია, რომელსაც გვერდი უნდა ავუარო. ვფიქრობდი, რომ თვეში ერთხელ ძვირადღირებული ჯიშის ყიდვა უფრო კარგია, ვიდრე რაციონში ბიუჯეტური თევზის ხშირად დამატება. ჩემს დიეტოლოგთან შეხვედრის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ვცდებოდი. Paparazzi გიამბობთ, რომელი იაფი თევზი არ ჩამოუვარდება არაფრით ორაგულს ან თინუსს.

იაფი თევზი – თევზი ჩვენი რაციონის უცვლელი ნაწილია, რადგან მხოლოდ ის შეიცავს ისეთ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა ომეგა 3. ძვირადღირებულ თევზზე ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა, რომ ორგანიზმი საჭირო ელემენტებით აავსოთ. დაბალი ფასი ყოველთვის ცუდი ხარისხის ნიშანი არაა. დიეტოლოგმა მითხრა, რომ არსებობს იაფი თევზი, რომლის შემადგენლობა ორაგულის იდენტურია. ვფიქრობთ, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

  • ხეკი და მინტაი – ჩვენი სია მარტივი და მშვენიერი თევზებით დავიწყოთ. მასში ცოტა ძვალია, ამიტომ მარტივი მზადდება. შესანიშნავი ვარიანტია, თუ კალორიებს ყურადღებას აქცევთ. უცხიმო თევზია. მასში შედის ბევრი ადვილად ათვისებადი იოდი, ვიტამინების მთელი ნაკრებია და, რა თქმა უნდა, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. თუ ამ თევზს რაციონში მუდმივად ჩართავთ, ომეგა 3–ის დონეზე აღარ იდარდებთ.
  • ქაშაყი – ალბათ, ამ სიაში ყველაზე სასარგებლო თევზი. ოღონდ არა შებოლილი ან დამარილებული სახით. ასე ბევრ ზედმეტ კალორიას და ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებთ. უმჯობესია ახალი და ახალგაყინული ქაშაყი შეიძინოთ და სახლში მოამზადოთ. გამომცხვარი ქაშაყი ორგანიზმს D ვიტამინით და ცხიმოვანი მჟავებით გაავსებს.
  • ველური კობრი – არა მხოლოდ ზღვის თევზია სასარგებლო. ხშირად მდინარის თევზი დაუფასებელია, რადგან მასში ნაკლები მიკროელემენტები გროვდება, ვიდრე ზღვის თევზში. აი, ველურ კობრს შეუძლია ზღვის თევზს კონკურენცია გაუწიოს. მასში ბევრი D ვიტამინი, კალიუმი და თუთია შედის, რაც ადამიანის დღიურ ნორმას მთლიანად აკმაყოფილებს.
  • სკუმბრია – ამ სიაში სკუმბრიას გვერდს ვერ ავუვლით. შეგახსენებთ, რომ დამარილებულ ან შებოლილ თევზს არ ვგულისხმობთ. ასეთში ნაკლები სასარგებლო ნივთიერებაა. ორგანიზმი საჭირო ელემენტებით რომ გაავსოთ, ახალი თევზი შეიძინეთ. თუ სკუმბრიას ბოსტნეულთან ერთად ღუმელში გამოაცხობთ ან მაყალზე შეწვავთ, საოცრად გემრიელი და სასარგებლო ვახშამი გამოვა.
  • ვირთევზა – რაციონში ვირთევზის ღვიძლიც უნდა ჩართოთ. ომეგა 3-ის და A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. თავად ვირთევზა შემადგენლობით ორაგულს ძალიან ჰგავს. შესაძლებლობის მიხედვით რაციონში ჩართეთ. ერთი კოვზი ვირთევზის ღვიძლი საკმარისია, რომ აუცილებელი ნივთიერებები მიიღოთ.

როგორც ხედავთ, ძვირადღირებული თევზის ბევრი ალტერნატივა არსებობს. სინამდვილეში, იაფი თევზი შესანიშნავი მეთოდია, რომ ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი მიიღოთ. მთავარია, რომ თევზის სწორად მომზადება ისწავლოთ, რომ გემრიელი გამოვიდეს. სანელებლებიც სწორად უნდა შეურჩიოთ.