ოჯახში ზედმეტი გავხდი და ბავშვთა სახლში წამიყვანეს

0
1774

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას მარინა გვიამბობს.

დედაჩვენს ორი შვილი ჰყავდა, ორი გოგო. ჩვენს შორის განსხვავება ერთი წელი იყო. დედაჩემმა რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვის გაზრდა გაუჭირდებოდა და ერთ ბავშვზე უარი თქვა. ასე აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში. რაც თავი მახსოვს, სულ იქ ვიყავი. მინდა გითხრათ, რომ ბავშვთა სახლში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მარტო არასოდეს რჩები, ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ხარ. თუმცა მაინს რაღაც გაკლია, ვფიქრობ, ეს დედობრივი სიყვარულია. მართალია მე ის არასოდეს მიგრძვნია, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაკლია.

გამოსაშვებ საღამოზე ძალიან კარგად გავერთეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეორე დღეს მივხვდი, რომ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ მაინცდამაინც არ გამხარებია. თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. მართალია ბავშვებს ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა იყო. ადრე სულ ერთად ვიყავით და ნებისმიერ დროს შეგვეძლო ერთმანეთისთვის რაიმეს თხოვნა, ახლა კი ასე აღარ არის, შენ სულ მარტო ხარ. ბავშვთა სახლიდან გამოშვების შემდეგ ბავშვებს ბინებს აძლევენ და ბევრს ამის შურს. თუმცა, რა არის შესაშური, ბინის ნაცვლად შესაძლოა მხოლოდ ერთი ოთახი მოგცენ საერთო საცხოვრებელში, სადაც ბინძური დერეფანი და ასეთივე აბაზანა და სამზარეულოა.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როდესაც მშობლების სახლიდან მიდიხარ, რაღაცას აკეთებ, მაგრამ არ გამოგდის, შეგიძლია დედასთან ან მამასთან მიხვიდე და შესჩივლო. მე ვისთან მივიდე?

ბავშვთა სახლში გატარებული პირველი რამდენიმე წელი ძალიან მძიმე იყო. კოლეჯში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ყველა დამცინოდა, თეთრი ყვავივით ვიყავი. გაკვეთილების შემდეგ ყველა ერთობოდა, მე კი ვმუშაობდი. არაფერი მქონდა: არც ლამაზი ტანსაცმელი, არც ჩანთები და არც არაფერი. მე მხოლოდ ცოდნა მქონდა.

სამი წლის შემდეგ ჩემმა დამ მიპოვა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როდესაც ის ჩემთან მოვიდოდა. კარი ცხვირწინ მიმეკეტა, თუ ყველაფერი მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. მაგრამ მე ამაყი არ ვარ და გადავწყვიტე, რომ მისთვის მომესმინა. ჩემი და მოვიდა. ის ძალიან ღელავდა, მას ხელები და ხმა უკანკალებდა. მან თქვა, რომ არც კი ეჭვობდა, რომ სახლში ერთადერთი ბავშვი არ იყო. ცოტა ხნის წინ მან დეიდასთან ფოტო იპოვა, სადაც ჩვენ ერთად ვიყავით ფოტოზე, შემდეგ კი მან ჩემი საბუთებიც ნახა. დედამ თურმე ყველაფერი დაწვა, დეიდას კი არასოდეს არაფერი არ უთქვია ჩემს შესახებ.

მთელი ღამე ვსაუბრობდით. მე მეუბნებოდნენ, რომ ალბათ ჩემი და ჩემი უძრავი ქონებით დაინტერესდა, მართალია ერთი ოთახია, მაგრამ ქალაქშია. თუმცა მე გავიგე, რომ ჩემს დას ამის საჭიროება არ გააჩნია, მას შეძლებული მეუღლე ჰყავს, ბინაც აქვს და მანქანაც, დაუსწრებელზე სწავლობს და მუშაობს.

ჩემმა დამ მითხრა, რომ მთელი ცხოვრება დაზე ოცნებობდა და ახლა ჩემს მიმართ ძალიან ძლიერ სიყვარულს გრძნობს. ის მზად არის სწავლის ფული გადამიხადოს და კარგ სამსახურში მომაწყოს. მე არაფერი მჭირდებოდა, არავის შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ მან დამაძალა. მე მისი ქმარ-შვილი გავიცანი. ჩემმა დამ ნამდვილად მომაწყო ძალიან კარგ სამსახურში და მე დაუსწრებელზე გადავედი. მისი მეუღლე ბინის საკითხის მოგვარებაში დამეხმარა, ჩემი ბინა გავყიდეთ და ფულით ისინიც დამეხმარნენ.

ადრე ჩემი მეგობრები დამცინოდნენ, რადგან ჩემი და არ გავაგდე, ახლა კი ჩემთან მეგობრობა სურთ. დიახ, მე მყავს ნამდვილი მეგობრები, მაგრამ ახლა ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი – ჩემი დაა. მე ჩვენს შორის კავშირს ვგრძნობ. თითქოს ჩვენს შორის ნათესაური ძაფია. ამდენი წელია ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონია და ახლა ამ ყველაფრის ანაზღაურება გვსურს. ზოგჯერ მათთან ვრჩები ხოლმე, ღამით სამზარეულოში ვსხედვართ და ვტირით და ვიცინით. მე და ჩემს დას ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

მესმის, რომ ეს კონკიას ისტორიაა, მაგრამ მსგავსი ისტორია სხვებსაც გადახდენიათ.