უქნარა ორქიდეას ლიმონი გავასინჯე, მაშინვე დიდებულად აყვავილდა

0
230

– სახლში ორქიდეას შაბათობით ვრწყავ. ასეთ შაბათობას ვაწყობ. მასში სახლის დალაგებაც შედის და მწვანე ლამაზმანების მოვლაც. ლიმონს აუცილებლად ვიღებ, რომ ორქიდეას წყურვილი მოვუკლა. ფალენოპსისი ამ სასმელის შემდეგ განსხვავებულად გამოიყურება. ამ ხრიკის შესახებ ყველამ არ იცის, მაგრამ შენ გეტყვი! – გამიზიარა სიბრძნე მოხუცმა მეზობელმა, ბებია ნონამ. Paparazzi გიამბობთ, რა მოხდება, თუ უქნარა ორქიდეას ლიმონის წყალს დაალევინებთ.

ორქიდეის მორწყვა სახლში – ბევრ დიასახლისს მოსწონს ფანჯრის რაფებზე ლამაზი ორქიდეების მოთავსება, რადგან ყვავილები დიდებულად გამოიყურება. ორქიდეის ბევრი სახეობა არსებობს: კლასიკური თეთრი ფალენოპსისიდან და ციმბიდიუმიდან იისფერ ვანდამდე და ჭრელი პაფიოპედილუმდე („ვენერას ქოში“). ოღონდ მისი მოვლა მარტივი არაა: ხან არ ყვავილობს, ხან ფოთლები ცვივა. ჯანსაღი ფესვები, დიდი მწვანე ფოთლები და აყვავებული ყლორტები ისაა, რაც ორქიდეების მოყვარულებს სურთ. კლასიკური რჩევების გარდა, რომელიც მორწყვას და გადაჭრას ეხება, საიდუმლო რეცეპტი არსებობს, რომელიც ორქიდეის დიდებულად აყვავებას გპირდებათ. საქმე ლიმონში, უფრო სწორად ლიმონის წვენში.

ლიმონის წვენს სადეზინფექციო მოქმედება აქვს, მცენარეს სხვადასხვა უსიამოვნებისა და მავნებლისგან იცავს. ლიმონში შედის ბევრი კალიუმი და C ვიტამინი, რომლებიც მცენარის ზრდას და ყვავილობას ხელს უწყობენ. ლიმონი მარტივი საშუალებაა ყვავილის ყუნწის გასაზრდელად, ჯანსაღი ფესვების და ფოთლების მისაღებად და უხვი ყვავილობისთვის. ორქიდეა ლიმონის წვენით რომ გამოკვებოთ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ. პირველ რიგში, ლიმონის წვენი გაუზავებელი არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მჟავები მცენარეს დააზიანებს. მეორეც, ლიმონის სასუქის რეცეპტი უნდა იცოდეთ.

ჩაიწერეთ: დაგჭირდებათ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ლ წყალი. მშრალი ლიმონმჟავა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ლ წყალზე მხოლოდ 1 გ (უფრო ნაკლები, ვიდრე ნახევარი ჩაის კოვზია). აურიეთ და ყვავილი ყოველ სამ თვეში 1–2–ჯერ მორწყეთ. ლიმონის წვენი სადგამს შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ ფესვებმა იქედან უკეთ შეიწოვოს. კიდევ ერთი ვარიანტი: 10 წვეთი ლიმონის წვენი და 200 მლ წყალი აურიეთ. რბილი ჩვარი ლიმონის წყალში დაასველეთ, გაწურეთ, შემდეგ მისი ფოთლები და ფესვები გაწმინდეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ და უკვე 2 კვირაში შედეგს დაინახავთ.

უკვე 6 თვეა ჩემი ორქიდეა ლიმონს მიირთმევს და მას შემდეგ ყვავილობით მახარებს. თუ მცენარეს ლიმონის წვენით რეგულარულად მორწყავთ, დამატებითი საშუალების გარეშე გამოჯანმრთელდება. ორქიდეა მჟავე წყალზე კარგად რეაგირებს. ორქიდეა არა მხოლოდ წყლით, არამედ ლიმონის წვენით აუცილებლად უნდა მორწყათ. ლიმონის წყალი თავის საქმეს აკეთებს. ჩემ 3 ქალბატონს, რომლებიც რამდენიმე წელი ყვავილობის გარეშე ნებივრობდნენ, ფოთლები ერთდროულად გაეზარდათ. ერთმა უნაზესმა, რომელიც 3 წელი უმოძრაოდ იჯდა, ახალი ფესვები გამოიღო. ეფექტი სწრაფია, ზოგი 1 კვირაში გამოფხიზლდა, ზოგი 10 დღის შემდეგ. მორწყვა დეკემბრის დასაწყისში დავიწყე (ჯერ სუფთა წყლით მოვრწყე, შემდეგ მჟავე წყლით), გადაჭრილი ყვავილის ყუნწიდან კვირტებმა გაიღვიძა. ყვავილების მოსავლელად ერთ–ერთი უსაფრთხო მეთოდია. კეთილშობილი აღმოჩნდა ისიც, რომელიც უკვე დიდი ხანია გამხმარი მეგონა.