ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა, ნიკას კი მუდმივად რაიმე არ აწყობდა

0
373

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

ადრე გავთხოვდი, 18 წლის ასაკში. ბიჭს შევხვდი, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. მას ნიკა ერქვა. ცოტა ხანში ქორწილი გადავიხადეთ. გოგო შეგვეძინა, რომელსაც ლიზი დავარქვით. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა, ნიკა კი სულ გაღიზიანებული იყო და მუდმივად რაიმე არ აწყობდა.

მუდმივად ვჩხუბობდით, ურთიერთობა დღითიდღე უარესდებოდა, მაგრამ მე ვითმენდი.

ჩემი ქმარი ყვიროდა, რომ ოჯახში შემომტანი მხოლოდ ის ოყო, მე და ჩემი შვილი კი კისერზე ვეჯექით. ვტიროდი, ცრემლი უნებურად მდიოდა თვლებიდან, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

არ ვიცოდი, რა მექნა. ლიზი ერთი წლისაც არ იყო და საბავშვო ბაღში არ მიიღებდნენ, პატარა ბავშვთან ერთად სად წავსულიყავი? მხოლოდ საშუალო განათლება მქონდა. დეპრესიაში ვიყავი.

ჩემი ქმარი ყვიროდა, რომ მის გამომუშავებულ ფულს მთლიანად მე ვხარჯავდი. არ მესმოდა, რომელ ფულზე ამბობდა, ოჯახის ბიუჯეტს ხომ თავად განაგებდა და ფულს მე ვერც კი ვხედავდი. ის ბრაზობდა, რადგან ფული არ ჰყოფნიდა.

ხელფასი მცირე ჰქონდა, მან კი ბევრი სესხი გამოიტანა და კარგი მანქანაც შეიძინა კრედიტით. ამ ყველაფერს იხდიდა და ცხადია, რომ ფული არ ჰყოფნიდა. დამნაშავე კი, მისი აზრით, მე ვიყავი.

ეს ყველაფერი მომბეზრდა და ჩემი ატესტატი მოვძებნე. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. იურიდიულზე ჩავაბარე, უფასოზე, რადგან ჩემი ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა მაღალი ქულის ასაღებად. გზის ფული მჭირდებოდა, მაგრამ ქმარს პრინციპულად არ ვართმევდი. თავისი ხელფასი თავად დახარჯოს.

სამსახურის ძებნა დავიწყე და ვიპოვე. გვერდზე სახლში მომვლელს ეძებდნენ ბებიისთვის. მისთვის საჭმელი უნდა მომემზადებინა, სახლი უნდა დამელაგებინა და პროდუქტებიც მე უნდა მეყიდა. ხელფასს ყოველთვის დროულად მაძლევდნენ და ზოგჯერ ცოტა მეტსაც მიხდიდნენ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ბებო ნებას მრთავდა, რომ ჩემი შვილი თან წამეყვანა. სანამ მე სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული, ისინი საუბრობდნენ ან რაღაცით ერთობოდნენ. ამ ქალის ძალიან მადლიერი ვარ, ის ძალიან კარგად მექცეოდა.

სამი წლის შემდეგ პრაქტიკა გავიარე და სამუშაოდ იმავე ფირმაში მიმიწვიეს, სადაც პრაქტიკას გავდიოდი. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. სამაგიეროდ, ჩემი ქმარი იყო ძალიან გაბრაზებული. სწავლის დამთავრების მომენტისთვის უკვე სრულფასოვანი იურისტი ვიყავი. ჩემი ქმარი ბრაზობდა, რადგან ახლა მასზე აღარ ვიყავი დამოკიდებული.

ჩემი ქმარი საღამოობით მიყვიროდა, რომ რადგან დამოუკიდებელი გავხდი, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ის განქორწინებით მემუქრებოდა და ამბობდა, რომ ბავშვიანს ცოლად აღარავინ წამიყვანდა.

მთელი ძალებით ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას, რადგან ჩემი ქმარი ჯერ ისევ მიყვარდა. მისთვის კი სულ ერთი იყო, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ტკენდა გულს. ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც მომენტში მომბეზრდა და ვუთხარი, რომ მასთან განქორწინებას ვაპირებდი. ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ ჩვენზე აღარ ეფიქრა და საკუთარ თავზე ეზრუნა.

ტაქსი გამოვიძახე და წავედი. თავადაც არ ვიცოდი, სად მივდიოდი. კიდევ კარგი, რომ მეგობრები მყავს. მთელი გზა ვტიროდი, ჩემი შვილი კი მეხუტებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ღამე ჩემს მეგობართან დავრჩით.

დილით მეზობელ ქალაქში გავემგზავრეთ. სამსახურში მოვეწყვე და ბინა ვიქირავეთ. ჩემი შვილი ბაღში მივიყვანე. ამ ქალაქში მთავარი იურისტის თანამდებობა შემომთავაზეს და ხელფასიც შესაბამისი მქონდა.

ერთი წლის შემდეგ საკუთარი იურიდიული კომპანია დავაარსე. ეს ყველაფერი იმის წყალობით მოხდა, რომ მე ყველაფერი სწორად გავაკეთე. ვისწავლე, თავად მოვძებნე სამსახური და თავად მოვაწყე საკუთარი ცხოვრება. ჩემი შვილისთვის კი უფრო მეტს გავაკეთებ.

გავიგე, რომ ჩემმა ქმარმა ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება დაიწყო, ჩვენი თავი მას საერთოდ არ აინტერესებს.