ერთხელ, სავაჭრო ცენტრში შემთხვევით ასეთ სცენას შევესწარი. მაღაზიაში დედა და თავისი ზრდასრული ქალიშვილი იყვნენ. გოგონა დედას კაბას აჩვენებდა და ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ ფასთან დაკავშირებით არაფრის მოსმენა არ უნდოდა და დედას ეს კაბა უნდა ეყიდა. დედა კი ჩუმად პასუხობდა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ გოგონასთვის ჯინსის შარვალს შეიძენდნენ. მათ გვერდით ჩავუარე და გავიფიქრე, რომ ასეთ ასაკში დედისგან რაიმეს ასე მოთხოვნა უკვე ლამაზი არ იყო.
კაბებს ვათვალიერებდი და ვნახე, რომ ეს წყვილი ამავე განყოფილებაში შემოვიდა. ვიფიქრე, რომ ქალიშვილმა დედა მაინც დაითანხმა. გოგონამ ერთ-ერთი კაბა ჩამოხსნა და დედას გაუწოდა. დედა კაბის მოსაზომად შევიდა, გასახდელიდან ამ კაბით გამოვიდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. გოგონამ ბარათი ამოიღო და დედას უთხრა: არავითარი უარის გაგონება არ მინდა. აქამდე შენ მაცმევდი, ახლა კი ჩემი ჯერია.