პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი ერთი ახალგაზრდა წყვილის ისტორიას გვიამბობს.
ორსულობის დროს, ზოგ შემთხვევებში ქალებს საავადმყოფოში აწვენენ ნაყოფის შესანარჩუნებლად. საავადმყოფოში მეც დამაწვინეს. პალატები ძალიან დიდი იყო და თითოეულში ათი პაციენტი იმყოფებოდა.
პალატაში ერთი ულამაზო გოგონა იმყოფებოდა, რომელსაც დიდი მუცელი ჰქონდა. მას თამთა ერქვა. სავადმყოფოში არ იყო არც საშხაპე და არც სარკე, ამიტომ თავის მოვლა გართულებული იყო და ქალები არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ. თამთა კი დანარჩენებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მსუქანი და შეშუპებული იყო.
პირველ სართულზე ვიმყოფებოდით და ცოლების სანახავად მოსული ქმრები მათ ფანჯრიდან ესაუბრებოდნენ. მაშინ ტელეფონები არ იყო და მუდმივად ვფიქრობდით, როდის მოვიდოდნენ ჩვენი ქმრები ან საერთოდ მოვიდოდნენ თუ არა.
მნახველები, რა თქმა უნდა, ყველასთან არ მოდიოდნენ, რადგან საავადმყოფო საკმაოდ შორს მდებარეობდა. ატმოსფერო ძალიან სევდიანი იყო, რადგან ქალები ღამღამობით ტიროდნენ. თუ ქმარი დროს მონახავდა და ცოლის სანახავად მოვიდოდა, მაშინ ცოლი აღარ ბრაზობდა და მის მიმართ მზრუნველობას იჩენდა.
თამთასთან ერთი დაბალი ბიჭი მოდიოდა, მას წითური თმა ჰქონდა და კეპი ეხურა. ის ულამაზო იყო, მაგრამ ძალიან მზრუნველი. მას ყოველ ჯერზე ერთი პატარა ქვაბი მოჰქონდა, რომელშიც თბილი მოხარშული კარტოფილი იყო ან გემრიელი წვნიანი. სამსახურის გამო, ის ცოლის მონახულებას მხოლოდ გვიან საღამოს ახერხებდა, საავადმყოფოს დაკეტვის შემდეგ. ისინი ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნენ, რადგან ბიჭი მაშინვე მიდიოდა. ჩემს ქმარს, კონკრეტული გარემოებების გამო, ჩემი მონახულება არ შეეძლო, ამიტომ საჭმელს თამთა მიყოფდა.
ცოტა ხანში გამომწერეს და თამთა დიდი ხნის მანძილზე აღარ შემხვედრია.
15 წლის შემდეგ ქუჩაში ვსეირნობდი და ნაცნობი სახე შევნიშნე. თამთა იყო და ის ისევ ფეხმძიმედ იყო. ამჯერად თამთა ლამაზი იყო. მას მშვენიერი შვილები ჰყავდა და ეტყობოდა, რომ ის საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა. მანქანაში მის გვერდით ზუსტად ის ბიჭი იჯდა, მაგრამ ის გარეგნულად არ შეცვლილიყო.
ამ შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ მთავარი სილამაზე კი არა, არამედ ადამიანის სულია. მრავალი წლის შემდეგ ამ ბიჭის მზრუნველობა არსად გამქრალიყო, ისევე როგორც არ ქრებოდა იმ კარტოფილის სითბო, რომელიც მას თამთასთვის საავადმყოფოში მოჰქონდა.