სალათი „ცეზარის“ ყველაზე სწორი რეცეპტი, როგორ იტალიურ რესტორანშია

0
1048

– როგორ გავაკეთო სალათი „ცეზარი“ ისე, რომ რესტორნის მსგავსი გამოვიდეს? – ვკითხე დეიდაჩემს, რომელიც 10 წელია ერთ–ერთ ცნობილ რესტორანში შეფმზარეულად მუშაობს. – ყველამ არ იცის, რომ მთავარი სოუსია. სწორად მომზადებული სოუსი სალათს ხდის ისეთს, როგორიც უნდა იყოს, – მიპასუხა ნონამ. მის რეცეპტს თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. ეს სალათი ქმრის უფროსმაც დააფასა (მეუღლემ სამსახურში იუბილეს აღსანიშნავად წაიღო). Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ყველაზე სწორი „ცეზარი“, როგორც იტალიურ რესტორანშია. ქათმითაც და კრევეტითაც საოცარი გამოდის.

სალათის ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ფილე
  • 150 გ ჩერი პომიდორი
  • 250 გ სალათი აისბერგი
  • 150 გ თეთრი ორცხობილა
  • 150 გ ყველი პარმეზანი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 30 გ პარმეზანი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ჩ/კ კაპარი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ფილე ანჩოუსი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. ორცხობილა და ქათამი წინასწარ მოამზადეთ. თეთრი პური (სასურველია, ბაგეტი) კუბებად დაჭერით და ღუმელში გახუხეთ ან ზეითუნის ზეთში ნივრთან ერთად ტაფაზე შეწვით. ქათამი მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ ორცხობილაში ამოავლეთ და ზეითუნის ზეთში შეწვით. მანამდე ქათმის ფილე კარგად დაბეგვეთ, შემდეგ ბოჭკოების გასწვრივ თხელ ზოლებად დაჭერით.
  2. თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები, ქათამი, ორცხობილა და პომიდორი. პომიდორი შუაზე შეგიძლიათ გაჭრათ. ქათამი კრევეტებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. რაც შეეხება მწვანილს, სალათის შემქმნელი ვარაუდობდა, რომ სალათის ფურცლები მთელი იქნებოდა, რომელსაც დაჭრა არ სჭირდება. თქვენ შეხედეთ, რა გაქვთ და ისე იმოქმედეთ.
  3. სოუსის მოსამზადებლად კვერცხის გული, მდოგვი და მარილი აურიეთ. სათქვეფით ათქვიფეთ. ზეთი წვრილ–წვრილად ჩაასხით და მუდმივად სათქვეფით ათქვიფეთ.
  4. მას შემდეგ, რაც კარგად აითქვიფება, ანჩოუსი და კაპარი დანით კარგად დაჭერით (შეგიძლიათ დააბლენდეროთ) და სოუსს დაუმატეთ. ბოლოს წვრილად გახეხილი პარმეზანი დაუმატეთ. თუ სოუსი სქელია, წყალი დაუმატეთ.
  5. სალათს სოუსი მოასხით და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ. ესეც ასე, გემრიელი „ცეზარი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით.

ახლა იცით, როგორ გააკეთოთ სალათი „ცეზარი“ განსაკუთრებით გემრიელი. დეიდაჩემი მას თავის საფირმო კერძად თვლის. იტალიაში ძალიან უყვართ, მაგრამ იტალიური სამზარეულოს არ მიეკუთვნება. სინამდვილეში, სალათი მექსიკურია. ერთ–ერთი ვერსიით, მეხიკოში იტალიელმა ემიგრანტმა, ცეზარ კარდინიმ სალათი ჰოლივუდის კინოვარსკვლავებისთვის გამოიგონა. მალე კერძი ფრანგმა გურმანებმაც მოიწონეს და სალათი „ევროპული სამზარეულოს 50 საუკეთესო კერძში“ დაამატეს.