ბულგურის ფლავი ქათმის ხორცით. ტრადიციული ფლავის შესანიშნავი ალტერნატივა

0
515

დროდადრო ჩვეული კერძებით ექსპერიმენტების ჩატარება და მათ გემოებზე თამაში გვსურს. ამისთვის რეცეპტში ინგრედიენტების შეცვლა საკმარისია. ასე გამოვიდა ბულგურის ფლავი ქათმით. უბრალოდ რეცეპტში ბრინჯი და წითელი ხორცი ჩაანაცვლეთ. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა მოამზადოთ ფლავი ამ ახალი და ორიგინალური რეცეპტით. ნამდვილად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ბულგური
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 50 გ ქიშმიში
  • 10 გ კარაქი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • მწვანილი სუფრაზე გატანისას

მომზადების წესი:

  1. ფლავის მომზადების წესი ჩვეული რეცეპტისგან დიდად არ განსხვავდება. პირველ რიგში, ბოსტნეული დაჭერით, სტაფილო კუბებად, ხოლო ხახვი ნახევარ რგოლებად. ოქროსფერ შეფერილობამდე ზეთში შეწვით.
  2. ქათმის ფილე კუბებად დაჭერით და ბოსტნეულთან ერთად შეწვით. რამდენიმე წუთი საკმარისია. თავსახური არ დაახუროთ, რომ ხორცმა ზედმეტი სითხე არ გამოყოს.
  3. მშრალი მარცვლეული ტაფაზე დაყარეთ. კარგია, თუ ბულგურს ზეთში ოდნავ შეწვავთ. ასე გაიჟღინთება და უფრო გემრიელი გამოვა. ამ ეტაპზე მარილი და სანელებლები დაუმატეთ. დაქუცმაცებული ნიორიც დაუმატეთ. ასე უფრო არომატული გამოვა.
  4. სიტყვაზე, სანელებლებზე. პირველ რიგში, თქვენი გემოვნებით იხელმძღვანელეთ. თუ გემოების კომბინაციაში ვერ ერკვევით, ფლავისთვის სანელებლების ნარევი შეიძინეთ.
  5. ფლავს დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც ბულგურს შეწვავთ და სანელებლებით გაჟღენთ, წყალი დაუმატეთ ისე, რომ მარცვლეული დაფაროს. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ჩაშუშეთ. შემდეგ გარეცხილი ქიშმიში დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ჩაშუშეთ. სუფრაზე ახალ მწვანილთან ერთად გაიტანეთ.

ბულგურის ფლავი ქათმით სადილზე ან ვახშამზე შესანიშნავი კერძია. თუ მსუბუქ სალათს დაუმატებთ, ძალიან ნოყიერი და სასარგებლო გამოვა. რა თქმა უნდა, ტრადიციული ფლავისგან განსხვავდება, მაგრამ სიცოცხლის უფლებას იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რეცეპტი მოგეწონათ. გემრიელად მიირთვით.