ესტონელი ალქაჯი მერილინ კერო. როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ მშობლებს

0
685

ექსტრასენსთა შოუს მონაწილე – მერილინ კერომ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაუზიარა. საუბარი მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხებოდა.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის რჩევებს გაგიზიარებთ.

არავის არ უნდა ასწავლო ცხოვრება, განსაკუთრებით მშობლებს. შესაძლოა, თქვენ უკეთ ერკვეოდეთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს.

მათთან ერთ დონეზე იყავით. თქვენ არ უნდა იყოთ მათზე „მაღლა“ არც ემოციურად და არც ფსიქოლოგიურად. უბრალოდ მიიღეთ თქვენი მშობლები ისეთები, როგორებიც არიან. საკუთარი თავის სიყვარული – ნარცისიზმია.

ნუ ჩაუძვრებით სულში და ნუ მისცემთ რჩევებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთეთ, როდესაც თავად მოგთხოვენ.

სხვა დანარჩენი – უაზრობაა. ასეთი იდეების შემდეგ იწყება ჩხუბი და გაუგებრობა.

გახსოვდეთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს.

დაივიწყეთ შურისძიება. ბავშვობაში თითოეულ ჩვენგანს რაღაც დააკლდა. ბევრი ტრავმა იქიდან მოდის. ძალიან ხშირად გსურს, რომ ამ ყველაფრის შესახებ მოყვე და იგივენაირად ატკინო… ეს დაივიწყე! შურისძიებას არასოდეს მოჰყოლია რაიმე კარგი და მით უმეტეს, თუ ამას საკუთარ მშობლებს გაუკეთებთ.

ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. დიახ, ეს ჭეშმარიტებაა. ნება მიეცით მათ იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ. ეს არის ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის საიდუმლო.