ფიქრობთ, რომ თქვენი ბინა პატარა და ვიწროა? მაშინ ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. მათ ქირის გადახდა ძალიან უჭირთ და ამიტომ იქ ცხოვრობენ, სადაც უფრო იაფია. ხშირად, ეს იმდენად პატარა ბინებია, რომ გალიებს ჰგავს.
სპეციალურად თქვენთვის რამდენიმე ფოტო შევარჩიეთ, რომელთა მიხედვითაც მიხვდებით, თუ რამდენად ცუდად ცხოვრობენ ეს ადამიანები, თუმცა ისინი მაინც განაგრძობენ ბრძოლას, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ!
ქვეყნის მაცხოვრებლები თავიანთი პატარა ბინებში.
ქალი თავის ორ შვილთან ერთად (გოგო და ბიჭი) 11 კვ. ბინაში ცხოვრობს. აქ ნახავთ ორსართულიან საწოლს, პატარა დივანს და აუცილებელ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ქალი ამბობს, რომ ხშირად უწევს ბავშვებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ცხოვრობენ ასე და რისთვის არის ეს საჭირო. საქმე ისაა, რომ მას ფული არ აქვს და მხოლოდ ასეთ პირობებში ცხოვრების საშუალება აქვს.
დიახ, ჰონგ-კონგი განვითარებად ქვეყანად ითვლება, მაგრამ თითქმის მთელი მოსახლეობა ასეთ პირობებში ცხოვრობს.
ამ ფოტოზე ბინის სველ წერტილებს ხედავთ, სადაც ათამდე მამაკაცი და რამდენიმე ქალი ცხოვრობს.
ეს ბინა უკანონოდ არის აშენებული და სახლის სახურავზე მდებარეობს. ბიჭუნა, ასე ვთქვათ, ეზოში თამაშობს…
ქვეყნის მთავრი პრობლემა უბრალო ადამიანებისთვის საცხოვრებლის მიუწვდომლობაა.
ასეთ პატარა ოთახში მუშის ხელფასის ნახევარი უნდა გადაიხადო. სხვა გზა არ არის.
გაერომ ასეთ ქოხებს „ადამიანის შეურაცხყოფა“ უწოდა. უწოდო და უყურო – ერთია, მაგრამ სულ სხვაა – ასეთ სახლებში ცხოვრება.
ეს მამაკაცები ძალიან ვიწროდ ცხოვრობენ. გარდა ამისა, მათ ბინაში ბაღლინჯოებიც გაჩნდა, რის გამოც ისინი გამუდმებით წუწუნებენ.
წარმოიდგინეთ, როგორია ისეთ ბინაში ცხოვრება, სადაც ფეხების გასწორებაც კი შეუძლებელია…
ასე გამოიყურება სახლი მსგავსი პატარა ბინებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარედან უკეთესად გამოიყურება, ვიდრე შიგნიდან.