ეს ფრაზა დაიმახსოვრე და ჩაიჩურჩულე. ფული მაშინვე ბარათზე გამოჩნდება 

10854

ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რომ რა კარგი იქნებოდა გამდიდრება და იმაზე მეტის გამომუშავება, ვიდრე ახლა შოულობთ. ეზოთერიკაში თვლიან, რომ მატერიალური მდგომარეობა არა მხოლოდ ძალისხმევაზე, არამედ ფულის ნაკადზეა დამოკიდებული. ხშირად ამ ნაკადთან წვდომას თავად ვბლოკავთ. თუ ფულის ენერგია გააქტიურებულია, ფინანსები ადვილად და საჭირო რაოდენობით მოვა. Paparazzi გიამბობთ, რა ფრაზა უნდა თქვათ ფულის ენერგიის მოსაზიდად.

ფულის ენერგია – მთავარი ორგანო, რომელზეც ჩვენი კეთილდღეობა, განსაკუთრებით ფინანსური მდგომარეობა, დამოკიდებულია არის ტვინი (გონება). ეს უძლიერესი ინსტრუმენტია. ეფექტურად რომ იმუშაოს, სწორად უნდა გამოიყენოთ. სწორი მითითებები მისცეთ და მოიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პრობლემა ან ამოცანა მოგიგვაროთ. „ფულის, წარმატების და კეთილდღეობის მოსაზიდად თქვენი საქმიანი სფეროს ენერგიით შევსება დაიწყეთ“ – გვირჩევს ოსტატი ვლადისლავი, შუა–შამანიზმის ალთაური მეთოდოლოგიის ფუძემდებელი.

სუნი კარიერის და ბიზნესის სფეროზე გავლენას ახდენს. აიღეთ დაფნის ფოთოლი (სასურველია, ახალი და მთელი იყოს), მარცხენა ხელის თითებით გასრისეთ და არომატი შეისუნთქეთ. რაც შეიძლება ღრმად ჩასუნთქვა სცადეთ, რომ სუნი იგრძნოთ. დაფნის ფოთლის არომატი უნიკალურ თვისებებს ფლობს. ადამიანის ენერგეტიკის საქმიან, ფინანსურ სფეროზე დადებითად მოქმედებს. ამ თვისებების გასაძლიერებლად შელოცვა თქვით: „არომატს ვსუნთქავ, მდიდარი ვიქნები. ოქროთი და ვერცხლით, საკუთარი გონებით. ჭეშმარიტად.“ მთელი სერიოზულობით თქვით. ფული მალე მოვა. შემდეგ ფურცელი საფულეში (ნებისმიერ განყოფილებაში, ნებისმიერ ჯიბეში) შეინახეთ. დაფნის ფოთოლი აუცილებლად უნდა შეინახოთ იქ, სადაც ფულია. პერიოდულად, დაფნის ფოთოლი ამოიღეთ და პრაქტიკა გაიმეორეთ. როცა ფოთოლი არომატის გამოყოფას შეწყვეტს, ახლით ჩაანაცვლეთ, ხოლო ძველი წყალში ჩააგდეთ. ასეთი შელოცვა გონებაზე, ქვეცნობიერზე გავლენას ახდენს. ფული მოვა იქედან, საიდანაც არ ელით. თქვენი გონება თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იპოვის.

სხვა რიტუალი. აიღეთ 5 ლამაზი ფოთოლი, თითოეულს ფორთოხლის ეთერზეთი დააწვეთეთ. მზეზე გააშრეთ. შემდეგ შეინახეთ იმ ადგილებში, სადაც ფულს ხშირად ინახავთ. ეს ფულის ძლიერი თილისმაა. სხვა პრაქტიკაც ეფექტურია. აიღეთ დიდი ლამაზი ფოთოლი, მასზე დაწერეთ ფულის თანხა, რომელიც გჭირდებათ. შემდეგ ნებისმიერი ეთერზეთი წაუსვით. ხელისგულებს შორის მოაქციეთ, მსუბუქად გასრისეთ და თქვით: „მე შენ გსრესავ, ფულში დახმარებას ვითხოვ“.

ფულის ენერგია თავისით არ გააქტიურდება. აქ მხოლოდ საკუთარ თავზე და ფულთან დამოკიდებულებაზე ეტაპობრივი და გეგმიური მუშაობა მოქმედებს. შელოცვების გარდა თქვენი შემზღუდველი რწმენა (დოგმა, ფულთან მიმართებაში) უნდა იპოვოთ, რომელიც მეტის გამომუშავებაში ხელს გიშლით. ფურცლებზე ჩამოწერეთ, შემდეგ გაიხსენეთ, სად მოისმინეთ. ხშირად ასეთი მითითებები ბავშვობიდან მოდის. თუ თავს იჭერთ ფიქრებში, რომ ნეგატიური დოგმები ირთვება, მაშინვე პოზიტიურით ჩაანაცვლეთ და რამდენჯერმე ხმამაღლა თქვით ან „გონებაში“, სანამ ნეგატიური ფიქრები არ წავა. მაგალითად, „მარტივად არაფერი მოდის“ ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ „შესაძლებლობებიდან საუკეთესოს ადვილად ვახორციელებ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს