მარჯვე ბიჭმა მოიფიქრა უჩვეულო სერვისი „მამა ქირით“ მარტოხელა დედებისთვის

0
165

მარტოხელა დედების ბავშვებიც იტანჯებიან. ისინი არასრულ ოჯახებში მამის აღზრდის გარეშე იზრდებიან. მომავალში ამან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, თუ დედა ამ მომენტზე არ იმუშავებს ან, რა თქმა უნდა, ცხოვრების სიყვარულს არ შეხვდება. ასეთი რამ ყოველთვის არ ხდება. რა გავაკეთოთ? ერთმა კაცმა ავსტრალიიდან მოიფიქრა უჩვეულო სერვისი და უწოდა „მამა ქირით“. Paparazzi გიამბობთ, როგორ მუშაობს სერვისი და არის თუ არა მოთხოვნადი.

მარტოხელა დედების შვილები – იყო მარტოხელა დედა როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად რთულია. პირველ რიგში, ბავშვზე ზრუნვაც უნდა მოასწროთ, საოჯახო საქმეებსაც მიხედოთ და ფულიც იშოვოთ. მეორეც, საკუთარ თავზე და დასვენებაზე დრო თითქმის არ რჩება. ქალებმა, რომლებმაც მსგავსი პრობლემები გამოსცადეს, იციან, ზოგჯერ როგორ აკლიათ ადამიანი, რომელსაც მიენდობოდნენ.

მონათესავე სულის პოვნას დრო და სურვილი სჭირდება. ყველა ქალს მსგავსი რამ არ სჭირდება, მაგრამ რა გავაკეთოთ სახლში კაცის გარეშე? ავსტრალიელმა ჯეკ ჯეიმსმა გამოსავალი იპოვა. ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სხვებს მამის მომსახურებას სთავაზობს. სხვა სიტყვებით, ნებისმიერ ქალს შეუძლია მიწეროს და თავისი შვილის მამად დაიქირავოს. ჯეკი ვალდებულებას იღებს, რომ მამაკაცის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს და ბავშვებთან ურთიერთკავშირს დაამყარებს. მამაკაცის პოსტი ინტერნეტ სივრცეში ვირუსული გახდა. ბევრმა ეს ხუმრობად მიიღო, თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც მსგავს სერვისში ფული გადახდის წინააღმდეგი არ არიან. სიტყვაზე, ასეთი მამის ერთი საათით დაქირავება 30 დოლარია.

ამ თანხის სანაცვლოდ მამაკაცი მზადაა ბავშვი სხვადასხვა წრეებზე ან სკოლაში ატაროს და წამოიყვანოს. ღირებულებაში შედის 3 სახეობის აქტივობა ბავშვთან ერთად და 3 საათიანი გაკვეთილი სხვადასხვა უნარებში. ჯეკი ამას ცხოვრებისეულ გაკვეთილებს უწოდებს. ჯეიმსი ამბობს, რომ დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შეუძლია წვეულების მოწყობა, ოჯახური სელფის გადაღება და ფეისბუქზე სტატუსის განახლება, თუ ეს ვინმეს სჭირდება. გარდა ამისა, ქალთან სიახლოვეს არ გამორიცხავს. ეს დამატებით შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მთავარი პირობაა, რომ ბავშვებს ამ დროს ეძინოთ. ჯეკის პირადი გვერდი ინსტაგრამზე დახურულია. მართალია, ავატარზე მამაკაცი ვიღაც ქალთან ერთად არის. პროფილის აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ ემოჯი საქორწინო ბეჭდით. როგორც ჩანს, მამაკაცი ქირით უკვე დაკავებულია.

არის თუ არა მსგავსი სერვისი მოთხოვნადი? – ჯეკის წინადადება ბევრს სერიოზულად არ მიუღია. სერვისი „მამა ქირით“ მასშტაბური არაა. პირველ რიგში, მსგავსი სერვისი რომ შექმნათ, ნებართვა უნდა აიღოთ და გარკვეული შემოწმებები გაიაროთ. მეორეც, ნაქირავები მამა ბავშვს ღვიძლ მამას ვერ ჩაუნაცვლებს. ეს ნამდვილი ურთიერთობა არაა, არამედ ფარსი. წარმოიდგინეთ, რა დაემართება ბავშვს, რომელიც მიეჩვევა მამაკაცს, რომელიც მისთვის არავინაა. არაფორმირებული ფსიქიკისთვის საუკეთესო ამბავი არაა.

ინტერნეტ სივრცის მომხმარებლები ასეთი სერვისის ფასითაც აღშფოთებული არიან. ნუთუ მარტოხელა დედას ამდენის გადახდა შეუძლია? თუ ერთი საათი 30 დოლარია, მთელი დღისთვის ასზე მეტი მწვანე ფულის გადახდა მოგიწევთ. არც თუ ისე კარგი გარიგებაა ქალისთვის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ცხოვრობს.