წვნიანი ალუბლის პეროგი ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტით. ფაფუკი და არომატული

0
205

საფუვრიანი პეროგი ალუბლით ყოველთვის კარგი იდეაა. არომატული და ფაფუკი ცომი, მჟავე შიგთავსი. დღესვე მისი გამოცხობა მსურს. თქვენც იმავეს გირჩევთ. უკრაინელი შეფმზარეული ევგენი კლოპოტენკო გვთავაზობს შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გამოსცადოთ. Paparazzi ამ შესანიშნავ რეცეპტს გიზიარებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 150 მლ თბილი რძე
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 40 მლ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხის გული

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გ უკურკო ალუბალი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
  • 3 ს/კ შაქარი
  • მწიკვი დარიჩინი
  • რამდენიმე მარცვალი ილი
  • 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:

  1. საფუარის ცომი მოამზადეთ. ჯერ ცომის ხაში გააკეთეთ. 150 მლ თბილ რძე ღრმა თასში ჩაასხით. საფუარი, შაქარი და 3 ს/კ ფქვილი აურიეთ. ნარევი 15 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  2. შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მარილი და დარჩენილი ფქვილი აურიეთ და ნარევს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ. დასასვენებლად გააჩერეთ.
  3. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. შიგთავსად ახალი ალუბალი გამოიყენეთ, ზამთარში გაყინული კენკრაც გამოგადგებათ. ალუბალი პატარა ქვაბში ჩაყარეთ და შაქარი მოაყარეთ. დარიჩინი, ილი და ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. დუღილის შემდეგ კიდევ 7 წუთით ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ. სოუსისთვის დაგჭირდებათ.
  4. ღვეზელები გააკეთეთ. ცომი გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ. ცომი მოგრძო პეროგად შეკარით. ზემოდან რამდენიმე ადგილას პატარაზე ჩაჭერით და ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. ასე 20 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. პეროგი პერგამენტზე გადაიტანეთ და 25-30 წუთით აცხვეთ. უნდა შეწითლდეს.
  5. სოუსი გააკეთეთ. სახამებელი აიღეთ და ცოტა წყალში გააზავეთ. ეს ნარევი წვენს დაუმატეთ. ნარევი რამდენიმე წუთით ხარშეთ. ამ დროში ოდნავ გასქელდება. პეროგი სოუსთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

ფაფუკი საფუვრიანი პეროგი ალუბლით მზადაა. ისეთი არომატულია, რომ ენით ვერ აღვწერთ. ფინჯანი ყავა მოადუღეთ და შინ გამომცხვარი ტკბილეულით ოჯახთან ერთად ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით.