ცხოვრებაში ყველაფერი ხდება! როგორ წარიმართა უსახლკარო კაცის ცხოვრება 

608

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი დედამისის მეგობრის ისტორიას გვიამბობს.დედაჩემის მეგობარს, ერთი კვირის მანძილზე ნაგვის გადაყრის დროს ნაგვის ურნებთან ერთი უსახლკარო ხვდებოდა, რომელიც, ასე ვთქვათ, მაცივრის მუყაოს ყუთში ცხოვრობდა.

ერთ დღეს მას ახალი სამზარეულოს მაგიდა მოუტანეს. საჭირო გახდა ძველი მაგიდის სახლიდან გატანა. დედაჩემის მეგობარს ქმარი არ ჰყავდა და ამიტომ მას მაშინვე ის უსახლკარო კაცი გაახსენდა, რომელიც ნაგვის ურნებთან იჯდა. მამაკაცი მას მაგიდის გატანაში დაეხმარა, ქალმა კი ერთი ბოთლი არყის ფული შესთავაზა, რაზედაც მამაკაცმა უპასუხა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ის ცხელი ჩაით და ერთი ნაჭერი პურით გაუმასპინძლდებოდა. მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ქალი არ შეეწუხებინა და სადარბაზოში დალოდებოდა. დედაჩემის მეგობარი უსახლკაროს ჩაით, სენდვიჩებით და წვნიანით გაუმასპინძლდა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, სანამ სამსახურში წავიდოდა, ამ უსახლკარო კაცისთვის საჭმელი მიჰქონდა.

ერთ დღეს, სამსახურში წასვლისას, მან აღმოაჩინა, რომ ის იქ აღარ იჯდა. მან ის მეორე დღესაც ვერ ნახა და ნერვიულობა დაიწყო. მის მოსაძებნად მეზობელი ეზოები შემოიარა და ბოლოს საავადმყოფოში იპოვა. ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ბინძური და მშიერი იყო. როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, ორივეს სახე გაუნათდა. უსახლკარო მის ნახვას არ ელოდა, მას ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ის მაშინვე ანერვიულდა: როგორი უხერხულია, მას არ შეუძლია, რომ რამით გაუმასპინძლდეს ან სადმე დაპატიჟოს. დედაჩემის მეგობარს კი მისი მატერიალური მდგომარეობა საერთოდ არ აღელვებდა, რადგან მის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო.

საავადმყოფოდან რომ ბრუნდებოდნენ, უსახლკაროს მისი ხელი ძალიან მაგრად ეჭირა. ის ფიქრობდა, რომ ეს სიზმარი იყო და ქალი შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში გამქრალიყო.

უკვე 19 წელი გავიდა, ისინი ერთად დაბერდნენ და ბედნიერი წლები განვლეს, რომელთა მანძილზეც მოასწრეს ოჯახის შექმნა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მანქანის, აგარაკის, ხუთოთახიანი ბინის ყიდვა და სხვა. მას კი ისევ ისე ძლიერ უჭირავს მისი ხელი, რადგან ეშინია, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაკარგოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს