სიკეთის კეთება რთული სულაც არ არის. ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ კი სიკეთის კეთების სურვილი თითოეულ ადამიანს გაუჩნდება.
ჩემმა მეგობარმა თავისი შვილის ისტორია მიამბო. ისინი კინოში მიდიოდნენ და გზად პრომოუტერი გოგონები შეხვდნენ. ისინი სხვადასხვა პროდუქტებს არეკლამებდნენ. ჩემმა შვილმა მათ ფურცლები გამოართვათ. როგროც ჩემმა მეგობარმა მიამბო, მისი შვილი თავად მიდიოდა მათთან და სარეკლამო ფურცლებს სთხოვდა. ამას ისეთი სახით აკეთებდა, თითქოს ეს ძალიან სჭირდებოდა. დედა დაინტერესდა, თუ რატომ იღებდა ამ ფურცლებს და რისთვის სჭირდებოდა. ბიჭმა უპასუხა: “ყოველ ჯერზე, როდესაც ამ გოგონებს ვხედავ, ისინი ძალიან მოწყენილები არიან. მე კი ამ ფურცლებს ვიღებ და ამით მათ უფრო ბედნიერებს ვხდი”.
ბებიაჩემი დიდი ხანია პენსიაზეა, ის შრომის გმირია. ბოლო სამსახურში მან 20 წელზე მეტი გაატარა. ცოტა ხნის წინ ჩვენ მასთან დაბადების დღის მისალოცად მივედით, მან კი სიამაყით გვაჩვენა დაბადების დღის ელექტრონული მისალოცი. “სამსახურიდან გამომიგზავნეს, ძალიან მესიამოვნა, რომ მათ ვახსოვარ”- თქვა მან. დედაჩემმა კი თქვა, რომ არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ასეთ მისალოცებს გზავნის. მე დედაჩემს მივუახლოვდი და ჩუმად ვთხოვე, რომ ასეთი რამ არასოდეს გაეკეთებინა. დედა თავის შეცდომას მიხვდა და მაშინვე უთხრა ბებოს, რომ შეცდა. ამის შემდეგ ყველამ ერთად შევაქეთ ბებოს ყოფილი თანამშრომლები და სადღესასწაულო ტორტის მისართმევად დავსხედით.
ერთ საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. ზამთარი იყო, ბნელოდა და დროზე რომ მივსულიყავი, ტაქსი გავაჩერე. ტაქსიში ჩაჯდომის დროს ორი ახალგაზრდა ბიჭი მოგვიახლოვდა. მათ მკითხეს, სად მივდიოდი და თქვეს, რომ ისინიც იქით მიდიოდნენ. მე გამიხარდა, რადგან მგზავრობის საფასურის ნახევარს ისინი გადაიხდიდნენ. მძღოლმა ადგილზე მიგვიყვანა, ბიჭები მანქანიდან გადავიდნენ, მე კი უსაფრთხოების ღვედს ვერ ვხსნიდი. როგორც კი ბიჭები გადავიდნენ, მძღოლმა მაშინვე გაზს მიაჭირა, მე მანქანიდან გადასვლა ვერ მოვასწარი და ძალიან შემეშინდა. მძღოლმა მანქანა მოატრიალა და ისევ იქ მიმიყვანა. ის ბიჭები იქ აღარ დაგვხვდნენ. მძღოლმა მითხრა, რომ ამ ბიჭების სახეები არ მოეწონა და ასე იმიტომ მოიქცა.
დილით, ყოველთვის ვყიდულობ თან წასაღებ ყავას. ის მძიმე სამუშაო დღის წინ გამოღვიძებაში და განწყობის გაუმჯობესებაში მეხმარება. ცოტა ხნის წინ გზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყეს და სხვა გზით მომიწია წასვლა. გზად ერთი მოხუცი მამაკაცი დავინახე, რომელსაც პიჯაკზე მედლები და ორდენები ეკიდა. მოხუცი აკორდეონზე უკრავდა და მღეროდა. მას ყოველდღე ვხვდები და ახლა ყავას აღარ ვყიდულობ. ამის მაგიერ ფულს ამ მოხუცს ვაძლევ, ის კი მიღიმის და საწუწნ კანფეტს მაძლევს. გუშინ კი შოკოლადის კანფეტი მომცა და მითხრა, რომ ის ჯადოსნური იყო და სანამ შევჭამდი სურვილი უნდა ჩამეთქვა. იცით, მჯერა, რომ ეს სურვილი ახდება.
ერთხელ, გვიან ღამით სამსახურიდან ტაქსითი ვბრუნდებოდი. უცებ მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა. მე შემეშინდა, მაგრამ მაშინვე გზაზე ორი ზღარბი დავინახე. აღმოჩნდა, რომ მძღოლი მათ გზიდან გადასაყვანად გადავიდა. ძალიან მესიამოვნა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.
დამეთანხმეთ, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს სიყვარულით აკეთებენ, დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მათი განწყობა მათ მომხმარებელსაც გადაედება ხოლმე. მაგალითად, გოგონა, რომელიც ქუჩაში ყავას ყიდის. ყავას ყიდულობ, ქუჩაში ცივა, ის კი გიღიმის და სასიამოვნო დღეს გისურვებს, ამის გამო განწყობა მაშინვე გიუმჯობესდება. ან, როდესაც მაღაზიის გამყიდველი მძიმე ჩანთების მანქანამდე მიტანაში გეხმარება და თქვენ ერთმანეთს სასიამოვნო დღეს უსურვებთ.
ეს შემთხვევა მაღაზიაში მოხდა. პურს ვყიდულობდი, როდესაც მაღაზიაში 12 წლის ბიჭმა შემოირბინა. მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი. ბიჭი შეშინებული იყო და დახმარება გვთხოვა. აღმოჩნდა, რომ ის უცნობებმა სცემეს და ტელეფონი წაართვეს. მაღაზიის თანამშრომლებს სწრაფი რეაქცია ჰქონდათ. ქალები ცხვირიდან სისხლის შესაჩერებლად მივარდნენ და პოლიციაში დარეკეს, დაცვის თანამშრომელი კი ხულიგნების დასაჭერად გარეთ გავარდა. მყიდველებმა კი თქვეს, რომ მოწმეები იქნებოდნენ.
ჩვენს სადარბაზოში რამდენიმე პენსიონერი ცხოვრობს. ჩვენ ყველამ ბინები ერთდროულად მივიღეთ და მთელი ცხოვრებაა აქ ვცხოვრობთ. ერთი მეზობლის შვილიშვილი 35 წლისაა, მაგრამ ის წარმატებული ბიზნესმენია. მის შვილიშვილს ერთი ტრადიცია აქვს, თვეში ერთხელ ის ჩვენთან თავის მეგობრებთან ერთად მოდის. შვილიშვილი მხოლოდ ბებიის მოსაკითხად კი არ მოდის, არამედ ყველასთან. ის კითხულობს, რა პროდუქტები სჭირდებათ მათ ან რა სახის დახმარება სჭირდებათ. პენსიონერები სიას ადგენენ, ბიჭი კი თავის მეგობრებთან ერთად მათ სურვილებს ასრულებს. არ გეგონოთ, რომ ჩვენს სადარბაზოში მცხოვრები ყველა პენსიონერი მარტოხელაა. არა, მათ ოჯახები ჰყავთ. უბრალოდ, ამ ბიჭს უყვარს ადამიანების დახმარება და ამას შეძლებისდაგვარად აკეთებს.
ერთხელ ავტობუსში ერთი ბიჭი ვნახე, რომელიც ყურსასმენების კაბელის გაშლას ცდილობდა. ეს ისედაც რთული საქმეა და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხელი გაქვს მოტეხილი. გვერდზე მივუჯექი, ყურსასმენები გამოვართვი, კაბელი გავშალე და კართან მივედი, რადგან შემდეგ გაჩერებაზე ჩავდიოდი. ბიჭმა მადლობა გადამიხადა და გამიღიმა. სიკეთის კეთება ძალიან სასიამოვნოა.
ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში ავედი. ერთი მოხუცი ბებო იჯდა, ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. ვკითხე, რა სჭირდა, მან კი პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მგზავრები მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ, მძღოლმა კი ბებია საავადმყოფოში მიიყვანა.
სასწავლებელში მივდიოდი და ვნახე, რომ ორი მამაკაცი გაყინული ტბის შუაგულში თევზაობდა. ვიცოდი როგორი ტემპერატურა იყო და გამოვიანგარიშე, რამდენ ხანში დაიწყებდა ყინული დნობას. ერთ ჩემს ნაცნობს დავურეკე, რომელიც სამაშველო სამსახურში მუშაობს და ვთხოვე, რომ იმ ადგილას ჯგუფი გაეგზავნა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, როდესაც ჯგუფი მივიდა, მამაკაცები უკვე იძირებოდნენ. ასე რომ, შემთხვევით, ორი ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე.