გამჭრიახი მშობლები ცვილის ფანქარს საფულეში ინახავენ. მიზეზის გაგების შემდეგ თქვენც ასე მოიქცევით

0
225

მე და ჩემ მეგობარს ერთი ასაკის შვილები გვყავს. სწორედ ამიტომ, ხშირად ვხვდებით და ერთმანეთს აზრებს და აღმოჩენებს ვუზიარებთ. ერთხელ კაფეში ვისხედით. საფულე გადასახდელად ამოიღო და იქედან ცვილის ფანქარი გადმოვარდა. ეს სასაცილოც მეჩვენა. გავიცინე, ფანქარი ავიღე და ვუთხარი: “შენ რა, თავბრუ სულ დაგეხვა. უკვე ფანქარს საფულეში ინახავ?” მიპასუხა, რომ ამას განგებ აკეთებს. გამიკვირდა, მაგრამ მიზეზის გაგების შემდეგ მის მაგალითს მივბაძე. Paparazzi გიამბობთ, რატომ ინახავს ზოგიერთი დედა ცვილის ფანქარს საფულეში.

ცვილის ფანქარი – უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ცარცი საფულეში უცნაურია. თავადაც ასე ვფიქრობდი. თუმცა ასე ბავშვს გარკვეულ მომენტში შეიძლება დაეხმაროთ. მაგალითად, თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი საჯაროდ შფოთავს, ცარცი შეიძლება დაეხმაროს. ცარცი საკმარისად პატარაა, რომ ბავშვს შეუმჩნევლად გადასცეთ. ასე ბავშვი შეძლებს დაწეროს და დახმარება ითხოვს, თუ თქმა ეუხერხულება.

კარგი მეთოდია, რომ დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც უსიამოვნებაში მოხვდა. აშშ–ში ამან გატაცებული ბავშვები რამდენჯერმე იხსნა. თუ შეამჩნიეთ ბავშვი, რომელიც ზრდასრულის გვერდით დაძაბულია, ცარცით მისი ყურადღება შეგიძლიათ მიიქციოთ. ჩვეულებრივ, ცარცი ფერადია, ამიტომ ბავშვს აინტერესებს. ასე ბავშვთან კონტაქტის დამყარებას შეძლებთ და მიხვდებით, უფროსი ემუქრება თუ არა. ამ მეთოდით ბავშვის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოთ.

კიდევ ერთი პროზაული მიზეზი არსებობს. ცვილის ცარცი საიმედო ინსტრუმენტია რაღაცის ჩასაწერად. მოგზაურობისას განსაკუთრებით სასარგებლოა. კალამი მოულოდნელად შეიძლება დამთავრდეს და თვითმფრინავში მაღალი წნევის გამო ნამდვილად გიმტყუნებთ. ჩვეულებრივი უბრალო ფანქარიც შეიძლება გატყდეს. აი, ცვილის ფანქრით დაწერას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ. ყოველთვის დარწმუნებული იქნებით, რომ საჭიროებისას მის გამოყენებას შეძლებთ.

გარდა ამისა, მშობლებმა, რომელთაც ბავშვებთან ერთად უმოგზაურიათ, იციან, რომ ეს მარტივი არაა. პატარა ცარცი ბავშვს ისტერიკის და შფოთვის დროს დამშვიდებაში დაეხმარება. მასთან ერთად მშვიდად იმოგზაურებთ. მთავარია, რომ გქონდეთ ქაღალდიც, რაზეც დახატვას შეძლებს.

როგორც ხედავთ, ცვილის ფანქარი შეუცვლელი ნივთია. ბევრ სიტუაციაში გამოგადგებათ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.