უნაზესი ყაყაჩოს ნამცხვრის მომზადების ოსტატობა. მის საოცარ გემოს ვერ დაივიწყებთ

0
107

წელს დაბადების დღე არ აღმინიშნავს, მაგრამ ჩემს დაქალს ამ ფაქტთან შეგუება არ სურდა. სტუმრად მოვიდა და საოცარი ყაყაჩოს ნამცხვარი მომიტანა. გულწრფელად, ეს ყველა ძვირადღირებულ საჩუქარზე საუკეთესო იყო. ხრაშუნა ქერქი, წვნიანი შიგთავსი, თავის შეკავება შეუძლებელია. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი დესერტი, ყაყაჩოს ნამცხვარი.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 50 გ სახამებელი
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს/კ არაჟანი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ ყაყაჩო
  • 1 ლ რძე
  • 300 გ ვაშლი
  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 40 გ მანანის ბურღული
  • 20 გ სახამებელი
  • 100 გ კაკალი
  • 50 გ ცუკატი
  • 100 გ ქიშმიში
  • 50 მლ რომი
  • 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მომზადებით დაიწყეთ. ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ. ცივი კარაქი კუბებად დაჭერით და ნარევს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ არაჟანი და კვერცხის გულები დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. ქიშმიშიც მოამზადეთ. მდუღარე წყალი დაასხით, შემდეგ წყალი გადაასხით, რომი დაასხით და გააჩერეთ. თუ ცუკატის ნაცვლად გარგარის ჩირს იყენებთ, ქიშმიშს შეგიძლიათ დაუმატოთ.
  2. ყაყაჩოს რძე დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ ქურიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ყაყაჩო საცერზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს. შემდეგ შაქრის ნახევარ მოცულობასთან ერთად დააბლენდერეთ.
  3. შიგთავსისთვის კარაქი და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ. კვერცხის გულები და ცილები დააცალკევეთ. თითო კვერცხი კარაქიან ნარევს დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. შემდეგ ყაყაჩო, ფორთოხლის ცედრა, მანანის ბურღული და სახამებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  4. უხეშ სახეხზე გახეხილი ვაშლი, კაკალი, ქიშმიში რომთან ერთად, ცუკატი, ნუშის ექსტრაქტი დაუმატეთ და აურიეთ. ცალკე კვერცხის ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შიგთავსს სულ ბოლოს დაუმატეთ, ფრთხილად აურიეთ.
  5. ცომი საცხობი ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ. პერგამენტზე გადაიტანეთ. გვერდები გაუკეთეთ, ზედმეტი მოაჭერით. ცომი ყაყაჩოს შიგთავსით გაავსეთ და გაასწორეთ. 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ, შემდეგ კიდევ 1 საათით 160 გრადუსზე.

დიდებული ყაყაჩოს ნამცხვარი მზადაა. ისეთი ნაზი გამოდის, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. ხრაშუნა ცომი და უხვი შიგთავსი გემოების ვულკანია. ფინჯანი ყავა მოადუღეთ და სახლური დესერტით ისიამოვნეთ.