არნოლდ შვარცენეგერი ამტკიცებს, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით

0
309

ახლა არნოლდ შვარცენეგერი თავისთვის ცხოვრობს. პოპულარობისკენ რბოლა დიდი ხანია დასრულდა. კინოში ყველა ლეგენდარული როლი უკვე შესრულებულია, სპორტში ყველა მიზანი მიღწეული. წელს ცნობილ მსახიობს 76 წელი შეუსრულდა. Paparazzi გიამბობთ, რა ცხოვრება გამოიარა მსახიობმა და რატომ არის დღემდე მისაბაძი მაგალითი ფანებისთვის.

არნოლდ შვარცენეგერის ცხოვრება ახლა – ჯერ კიდევ ბავშვობაში მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სურდა მდიდარი და ცნობილი გამხდარიყო. თავისი გზა სპორტში დაიწყო. მამამ შვილი ფეხბურთის თამაშს აზიარა, მაგრამ 14 წლის ბიჭი კულტურიზმმა გაიტაცა. მისი კერპები იმ დროის ცნობილი ბოდიბილდერები გახდნენ. მათ ბიჭს მთელი დღე სპორტით დაკავება შთააგონეს. მაშინაც კი, როცა სავარჯიშო დარბაზი არ მუშაობდა, არნოლდი შესვლას ახერხებდა და სიმძიმეებს წევდა.

ჯარში მსახურობამ თავისი როლი ითამაშა. ნებისმიერ პირობებში ვარჯიში ისწავლა, მაგრამ სამაგალითო ჯარისკაცი არ იყო. ერთხელ ჯარიდან გაიპარა, რომ კონკურსში „მისტერ ევროპა“ მონაწილეობა მიიღო, რომელიც მოიგო კიდეც. ჯარის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში მწვრთნელად მუშაობა დაიწყო. ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფიტნეს კლუბში იატაკზე ღამის გათევა უწევდა. მისი საქმე ნელ–ნელა წინ მიიწევდა. საკუთარი სპორტული დარბაზი გახსნა, მაგრამ ამით ვალები არ შემცირებულა. ბოდიბილდერი ნაბიჯ–ნაბიჯ მიზნისკენ მიიწევდა. ზედიზედ 2 წელი კონკურსში „მისტერ სამყარო“ მონაწილეობას იღებდა, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვა. შემდეგ შტატებში გადავიდა, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ თავისი პირველი ტიტული „მისტერ ოლიმპია“ მოიგო.

კარიერა – კინოში შემთხვევით აღმოჩნდა. თავისი კერპი ბოდიბილდერის მსგავსად თავის ძალების კინემატოგრაფიაში მოსინჯვა გადაწყვიტა. ეს რთული აღმოჩნდა. პირველ რიგში, საშინელი აქცენტი ჰქონდა, რის გამოც თავიდან კინოში პატარა დიალოგებს აძლევდნენ. მეორეც, დიდი კუნთების მასა კადრში არაბუნებრივად ჩანდა. სასურველი როლისთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლება არაერთხელ დასჭირდა. კინოკრიტიკოსები რკინის არნის მსახიობობაში ნაკლოვანებას ხშირად პოულობდნენ. და მაინც, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მსოფლიო პოპულარობა მოეპოვებინა.

ფილმების „ყველაფრის გახსენება“ და „ტერმინატორი 2“ შემდეგ შვარცენეგერის ჰონორარი საგრძნობლად გაიზარდა. ხვდებოდა, რომ ერთი სტილის მძევალი ხდებოდა, ამიტომ კომედიებში თამაში გადაწყვიტა. მსახიობის მონაწილეობით ბევრი ფილმი მაყურებელმა და კრიტიკამ თავშეკავებულად აღიქვა. არნოლდი არაერთხელ გახდა „ოქროს ჟოლოს“ ანტიპრემიის ლაურეატი.

ოღონდ შვარცენეგერისთვის კინო შემოსავლის ერთადერთი წყარო არასდროს ყოფილა. მეწარმეობის უნარმა მსახიობს საშუალება მისცა, რომ 30 წლისას მილიონერი გამხდარიყო. ის უძრავი ქონებით, მშენებლობით და სხვა ბიზნესით იყო დაკავებული, რასაც მრგვალი თანხები მოჰქონდა. მისი პოლიტიკური კარიერაც არ უნდა დაგვავიწყდეს. 2003 წელს კალიფორნიის 38-ე გუბერნატორად აირჩიეს. აშშ–ის ისტორიაში პირველი გუბერნატორია, რომლის სამშობლო სხვა ქვეყანაა.

როგორ ცხოვრობს არნოლდ შვარცენეგერი ახლა – 2021 წელს არნოლდის ქონება 400 მლნ დოლარად შეაფასეს. თავის ოჯახთან ერთად წლები ცხოვრობს დიდ სასახლეში, სადაც ბევრი ოთახი, დიდი ეზო, აუზი და ცივილიზაციის სხვა სიკეთეებია. რეზიდენციაში არის რამდენიმე სასტუმრო ოთახი, შეფმზარეულის სამზარეულო, კერძო სავარჯიშო დარბაზი, გასართობი ზონები. სახლს გარეთ აქვს ჩოგბურთის კორტი, დიდი სპა ცენტრი და აუზი იხვებით. იდეალური ადგილია შინაური ცხოველებისთვის, რომელიც მსახიობს 5 ჰყავს: ჰასკი დაჩი, იორკშირ–ტერიერი შერი, ასევე ვირი ლული, პონი ვისკი და ნაგაზი შნიცელი.

შვარცენეგერი თავისი ცხოველებისთვის ყველაფერს აკეთებს. ბევრი ფული და შესაძლებლობა საშუალებას აძლევს, რომ ცხოველებისთვის ნებისმიერი მომვლელი აიყვანოს, მაგრამ მათზე თავად ზრუნავს. ყოველდღე დილის 6 საათზე იღვიძებს, რომ საყვარელი ცხოველები გამოკვებოს და მათ ყურადღება დაუთმოს. რკინის არნი საოჯახო საქმეს ერთგვარ თერაპიად აღიქვამს. ეს მისთვის დასვენებაა და ამ საქმის სხვაზე გადაბარება არ სურს. ვინ იფიქრებდა, რომ შვარცენეგერი სამაგალითო მეოჯახე და ცხოველების ასეთი მზრუნველი მფლობელი იქნებოდა? 75 წლის ბაბუას დიდხანს სიცოცხლეს და შთაგონებას ვუსურვებთ.