საბაჟოს თანამშრომელმა მოხუცის გაბრაზება სცადა, მან კი სწრაფადვე გააჩუმა

0
387

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი ერთ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ჩინოვნიკები ქედმაღალი ხალხია, მათთან ურთიერთობა თითქმის არავის ანიჭებს სიამოვნებას. ეს პრობლემა თითქმის ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

შემთხვევა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, საფრანგეთის აეროპორტში მოხდა.მოხუცი ამერიკელი მამაკაცი თავის პასპორტს ვერ პოულობდა, რის გამოც საბაჟო კონტროლზე უამრავი ადამიანი დაგროვდა. მებაჟემ დიდხანს ვერ მოითმინა და მამაკაცს ჰკითხა:

  • თუ შეიძლება გვითხარით, საფრანგეთში სხვა დროსაც ყოფილხართ?
  • დიახ, სხვა დროსაც მქონდა ბედნიერება, რომ თქვენი მშვენიერი ქვეყანა მომენახულებინა, – მშვიდად უპასუხა მოხუცმა.
  • ანუ, თქვენთვის ცნობილია, რომ საბუთები საბაჟო კონტროლის გავლის წინ უნდა მოამზადოთ და არა მაშინ, როდესაც გადიხართ, – უთხა მებაჟემ.
  • წინა ჯერზე ჩემი საბუთებით არავინ დაინტერესებულა, – უპასუხა ამერიკელმა.
  • ეს შეუძლებელია! უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე გადის საბაჟო და საპასპორტო კონტროლს!

ჩარლზ ვაითმა, სწორედ ასე ერქვა მოხუცს, – უპასუხა:

  • იცით, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საფრანგეთს ვათავისუფლებდით, ჩემი პასპორტით არავინ დაინტერესებულა.

ამ რამდენიმე სიტყვამ ჩინოვნიკი დაამუნჯა და მან უაზრო კითხვების დასმა შეწყვიტა.