სკოლის ავტობუსის მძღოლი ყოველდღე თმას უწნავს გოგონას, რომელსაც დედა გარდაეცვალა

685

ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება პატარა გოგონას დაემართოს – საყვარელი დედის დაკარგვაა. სამწუხაროდ, ტრაგედიები ხდება და ამ დროს ოჯახს არ უნდა გამოეპაროს მომენტი, როცა ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და გარე სამყაროსგან თავს შორს იჭერს.

მხოლოდ უზომო სიყვარულს და ზრუნვას შეუძლია სასოწარკვეთის უფსკრულიდან ამოგიყვანოთ, მაგრამ ამდენი სითბოს და ზრუნვის გაცემა მხოლოდ მშობლიურ დედას შეუძლია.

პატარა იზაბელა ფიერისთვის დედის დაკარგვა ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა. გოგონა მხოლოდ 9 წლის იყო, როცა ამანდა სიმსივნესთან რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ იმქვეყნად წავიდა. თავიდან ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მისი მამა, ფილიპი სამსახურსა და სამი ბავშვის ზრუნვას (იზაბელს 2 ძმა ჰყავს) შორის გახლეჩვას ვერ ახერხებდა.

გოგონას სწრაფად გაზრდა მოუწია. მან მომზადება, დალაგება და საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლა, მაგრამ დედის სიცილი, თავზე მზრუნველი ხელის გადასმა ენატრებოდა…

პრაქტიკულად, ყველა გოგოსთვის თმა სიამაყის ობიექტი და მთავარი ძვირფასეულობაა. დედა იზაბელს თმას ყოველდღე უვარცხნიდა და ნაწნავებს უკეთებდა. მამამ ამის გაკეთება უბრალოდ არ იცოდა.

„თავიდან გადავწყვიტე, რომ იზაბელას თმის მოვლის პრობლემა რადიკალური მეთოდით გადამეჭრა – თმა მოკლედ შემეჭრა, მაგრამ დროთა განმავლობაში თმა კვლავ გაიზარდა და მისი ლამაზად ჩაწნა კი ვერ ვისწავლე“ – ამბობს ფილიპ ფიერი.

ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ 11 წლის გოგონამ სითამამე მოიკრიფა და სკოლის ავტობუსის მძღოლს, ტრეისი დინს თმის ჩაწნა სთხოვა. ქალი სიხარულით დათანხმდა და შეუდარებელი ნაწნავი გაუკეთა.

ახლა იზაბელი ყოველდღე ელოდება, თუ ბავშვები ავტობუსს როდის დატოვებენ, ტრეისთან მიდის და ისიც, როგორც სილამაზის სალონის საუკეთესო ოსტატი მის თავზე სილამაზეს ქმნის.

„ტრეისი ძალიან მიყვარს, ვარცხნილობას ისე კარგად მიკეთებს, როგორც ჩემი დედა“ – თავის სიხარულს სკოლის მოსწავლე გვიზიარებს.

„მიხარია, როცა ვხედავ, თუ ბავშვი რამდენად ბედნიერია. ასეთი მცირე სამსახურის გაწევის მოხარული ვარ. 7 წლის წინ მძიმე ოპერაცია გადავიტანე და ბავშვების ყოლა არ შემიძლია. ახლა ჩემი, პატარა მგზავრები ჩემთვის ახლობლები არიან“ – ამბობს ტრეისი დინი.

მასწავლებლები და იზაბელის მამა აღნიშნავს, რომ გოგონა ბევრად უფრო მხიარული და კომუნიკაბელური გახდა მას შემდეგ, რაც ტრეისმა ვარცხნილობა პირველად გაუკეთა.

რა თქმა უნდა, გოგონას დედას ვერავინ ჩაუნაცვლებს, მაგრამ ტრეისი ასეთი უშვეულო კეთილი ჟესტით დედასთან გატარებულ ბედნიერ მომენტებს ახსენებს, როცა ამანდას მზრუნველი ხელი თმას ნაზად უწნავდა.

მხოლოდ დიდი გულის ადამიანს შეუძლია შეიყვაროს სხვისი ბავშვები ისე, როგორც თავისი. გულს მითბობს იმაზე ფიქრი, რომ კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს