ექვსი წლის გოგონამ მძარცველებს გაკვეთილი ჩაუტარა

0
471

წარმოიდგინეთ სიტუაცია: კერძო სახლი ქალაქგარეთ. მამა ოჯახის სარჩენად გვიანობამდე მუშაობდა, დედას კი საკუთარ თავზე სხვა დანარჩენი ვალდებულები ჰქონდა აღებული: საყიდლებზე წასვლა, სარეცხის სამრეცხაოში წაღება და ასე შემდეგ. ექვი წლის გოგონა სახლში ხშირად მარტო რჩებოდა ხოლმე.

ადგილობრივმა მძარცველებმა ამ სიტუაციის შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, რომ ამით ესარგებლათ. მათ ყველაფერი დაგეგმეს, მაგრამ, ყველაფერმა ისე არ ჩაიარა, როგორც მათ სურდათ. ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც გამორჩათ.

მათ მომენტი მონახეს, როდესაც დედა მაღაზიაში წავიდა და სახლისკენ გაეშურნენ. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ სახლში ზრდასრული არავინ იმყოფებოდა და ამიტომ ზარი დარეკეს. მათ გოგონა გამოეხმაურა:

  • ვინ არის?
  • ფოსტა მოგიტანეთ, უფროსები სახლში არიან?
  • არა, დედა წავიდა, მარტო მე და ვასილი ვართ.
  • სამწუხაროა, შენ და ვასილი რამდენი წლისები ხართ?
  • მე უკვე ექვსის ვარ, ის კი – მხოლოდ სამის.

მათ ეს ძალიან გაუხარდათ და კლიტის გაღებას შეუდგნენ. ხელი გაწაფული ჰქონდათ და ამას დიდი დრო არ მოანდომეს. აზარტმა გონება დაუბინდათ და ისინი მაშინვე სახლის შუაგულში შეცვივდნენ.იმას, რაც შემდგომ მოხდა, ისინი ნამდვილად არ ელოდნენ.

ჩაბნელებული ოთახიდან უზარმაზარი შავი არსება გამოვარდა. ცხოველმა ერთი მძარცველი იატაკზე დააგდო და მისი კისერი კბილებით ეჭირა. მეორე შიშისაგან ვერც კი სუნთქავდა. კავკასიური ნაგაზის გარეგნობა იმას მოწმობდა, რომ მასთან გახუმრება არ შეიძლებოდა. როგორც აღმოჩნდა, ვასილი – ძაღლი იყო და არა გოგონას ძმა. საშიში ცხოველის შესახებ მძარცველებს არც კი უფიქრიათ.

გოგონამ ნაგაზს უბრძანა: “უდარაჯე!”. ცხოველი დაემორჩილა და მის ბრძანებას ასრულებდა. ერთი მძარცველი მას თათებით ეჭირა, მეორეს კი უყურებდა. მისთვის ეს საკმარისი იყო, ის წესიერად ვერც კი სუნთქავდა. ის თმის გასწორებას ცდილობდა, მაგრამ ღრენა გაიგონა და მიხვდა, რომ გატოკება საერთოდ არ ღირდა. მძევლები ასეთ მდგომარეობაში ბავშვის დედისა და პოლიციის მოსვლამდე იმყოფებოდნენ.