მხოლოდ ერთი წესი არსებობს, როგორ დაალაგოთ ჭიქები და ფინჯნები კარადაში სწორად

0
497

ყველა დიასახლისს ნივთების მოწესრიგების საკუთარი მეთოდი აქვს. ხშირად ამ ნიადაგზე ნამდვილი ორთაბრძოლა ჩაღდება. აქედან მოდის კითხვა, როგორ დავაწყოთ ჭიქები და ბოკლები კარადაში სწორად. ზოგი ლამაზ ჭიქებს ტრადიციულად აწყობს, სხვები – გადაბრუნებულს. თითოეულს საკუთარი არგუმენტი აქვს, რატომ ასე და არა სხვაგვარად. Paparazzi ამ საკითხის გარკვევას ეცდება. ამა თუ იმ მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ და კონფლიქტს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ.

ლამაზი ჭიქები – პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა არგუმენტები არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ ბოკლები, ფინჯნები და ჭიქები გადაბრუნებული დავაწყოთ. ამ მეთოდის მომხრეები ამბობენ, რომ ასე მტვერი და ჭუჭყი, რომელიც ჰაერში ტრიალებს, ჭიქის ძირში არ ილექება. ასე უფრო სუფთა რჩება. ტრადიციული მეთოდის მომხრეები პირიქით თვლიან. იმის გამო, რომ ჭიქის პირი ზედაპირზე დევს, მასზე ჭუჭყი და მტვერი გროვდება. არადა ჭიქის ეს ნაწილი ტუჩებთან მიგვაქვს. სინამდვილეში, როგორ არის სწორი?

სინამდვილეში, საქმე მტვერსა და ჭუჭყში არაა. თუ ჭიქებს და ფინჯნებს რეგულარულად რეცხავთ, ეს არ გემუქრებათ. თავად კარადაც რეგულარულად უნდა გაწმინდოთ, რომ მასში უსიამოვნო სუნი არ გაჩნდეს. საქმე იმაშია, გსურთ თუ არა, რომ თქვენი ჭიქები მთელი შეინახოთ.

ჭიქის არშია ყველაზე თხელი და მყიფე ნაწილია და ადვილად ზიანდება. თუ ჭურჭელს გადაბრუნებული შეინახავთ, მისი გატეხვის შანსი გაიზრდება. ჭიქის პატარა ნაწილიც რომ ჩამოტყდეს, გადაგდება მოგიწევთ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ჭიქები, ფინჯნები და ბოკლები ძირით დადოთ, როგორც ჩაფიქრებული იყო. ასე მთელი დარჩება. თუ თქვენთვის გადაბრუნებული ჭიქების შენახვა პრინციპულია, კარადაში თაროებზე რეზინის ხალიჩები დააფინეთ. ასე ბზარებისგან დაიცავთ.

როგორც ხედავთ, საკითხი მარტივად მოგვარდა. თუ გსურთ, რომ ლამაზი ჭიქები დიდხანს მთელი დარჩეს, მაშინ ისე შეინახეთ, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ასე უფრო დიდხანს გემსახურებათ. მტვრის საკითხი რეგულარული წმენდით გვარდება. სტუმრები ხშირად დაპატიჟეთ, რომ საყვარელი ბოკლების გარეცხვის და სუფრაზე გატანის მიზეზი გქონდეთ.