ქალს ასაკი რაც უფრო ემატება, გარეგნობაზე მით მეტს ფიქრობს. სანამ ნაწილი კოსმეტოლოგებთან დადის, სხვები პრობლემებს სახლში უმკლავდებიან. როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თვალების ქვეშ, შეშუპება და სხვა პატარა უსიამოვნებები სახეზე? Paparazzi ყველა კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თქვენთვის რამდენიმე საინტერესო ხრიკი ვიპოვეთ.
როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ნაოჭები – სახლში ნაოჭების მოშორება მარტივი რომ ყოფილიყო, კოსმეტოლოგები სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ. სამწუხაროდ, ასეთ პრობლემას მარტივად ვერ დაემშვიდობებით. საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მცირედით შეგიძლიათ დაიწყოთ და იზრუნოთ შეშუპების გაქრობაზე, რომელიც სახეზე დროდადრო ჩნდება. მაგალითად, ძილის შემდეგ.
ახლახანს ერთი უჩვეულო მეთოდის შესახებ გავიგე, რომლის წყალობით სახეს სწრაფად განაახლებთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი კომპონენტი, ფოლგა. ფოლგის ორი პატარა ნაჭერი გამოჭერით და 10 წუთით საყინულეში მოათავსეთ. შემდეგ ფოლგის ნაჭრები ორივე თვალზე დაიფინეთ ისე, რომ ზედა და ქვედა ქუთუთოები მთლიანად დაფაროს. ფოლგისგან ერთგვარი პატჩების გამოჭრა ადვილია. ფოლგა მხოლოდ თვალების ქვეშ შეგიძლიათ დაიდოთ. ბიუჯეტურ პატჩებს მიიღებთ. ასე 15 წუთით გაიჩერეთ. ამ დროში ფოლგა გათბება და ეფექტი აღარ ექნება. თუ თქვენთვის მეთოდი უცნაურია, არ იდარდოთ, მარტო არ ხართ. ადრე მსგავს სილამაზის ხრიკებზე არ მსმენია, მაგრამ ასე უფრო საინტერესოა. იქნებ ეფექტური გამოდგეს.
ნაოჭების და შეშუპების მოშორება სახლში – თუ ნაოჭებთან და შეშუპებასთან ბრძოლის ჩვეულ მეთოდებზე ვსაუბრობთ, გუაშის მასაჟს გირჩევთ. ეს კანთან მუშაობის უძველესი ჩინური მეთოდია, რომლის წყალობით გარეგნობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თვალების ქვეშ კანი ძალიან ნაზია, ამიტომ ქუთუთოების კუთხეებში ნაოჭების მოშორება ძალიან რთულია. პირველ რიგში, სწორი მოვლა სჭირდება. თითებით მსუბუქი მასაჟიც დასაშვებია. ამ დროს ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის გამოყენება კარგია. მასში შედის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც კანს აძლიერებენ და აღდგენას ხელს უწყობენ.
ბოლო დროს ქალები სახის, კერძოდ თვალის ფიტნესით სულ უფრო მეტად დაკავებულნი არიან. ეს განსაკუთრებული ვარჯიშია, რომელიც კანის ტონუსს ზრდის. მარტივ მეთოდებს გიზიარებთ. თითები თვალის გარე კუთხეს დაადეთ. შემდეგ წინ გაიხედეთ და ქუთუთოები ძლიერ დახუჭეთ, თვალის კუნთები დაჭიმეთ. ვარჯიში 3-5-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ საჩვენებელი და შუა თითები თვალის გარე და შიდა კუთხეებზე დაიდეთ. ქვედა ქუთუთოს დაჭიმვა სცადეთ, ხოლო ზედა ქუთუთო მოადუნეთ. ვარჯიში 5–ჯერ გაიმეორეთ.
ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღბები – ბევრი ნიღაბი არსებობს, რომელიც ნაოჭებს და შეშუპებას ებრძვის. მაგალითად, უმი კარტოფილი წვრილად გახეხეთ და ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ. ნარევი თვალების ირგვლივ ან მთელ სახეზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი მარწყვით. რამდენიმე კენკრა დაჭყლიტეთ და ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ. მიღებული ფაფა მარლას წაუსვით და დახუჭულ თვალებზე დაიფინეთ. 15 წუთში ჩამოიბანეთ.
შეგახსენებთ, რომ თქვენი გარეგნობა ცხოვრების წესზე დამოკიდებულია. ჯანსაღი ძილი, კვება, წყლის ბალანსის მხარდაჭერა კანის მდგომარეობასა და პირველი ნაოჭების გაჩენაზე აისახება. არ დაგავიწყდეთ, რომ მავნე ჩვევები კანის ხარისხზე გავლენას ახდენს, თუ ჯანსაღი ცხოვრების ძირითად წესებს უგულებელყოფთ, ნიღბები ვერ დაგეხმარებათ.