დღეს ავტობუსში ჯიბეში ტელეფონის ნომერი ჩამიდეს

6480

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

დღეს სამსახურამდე მისვლა გადაჭედილი ავტობუსით მომიწია. სახლში მოვედი და გასაღებების ძებნა დავიწყე, ამ დროს ჯიბეში რაღაც ფურცელი ვიპოვე.

პატარა ფურცელზე აკურატულად ეწერა: “დამირეკე, არ ინანებ!” ცოტა ქვემოთ კი ტელეფონის ნომერი ეწერა.

რაღაცნაირად გამიხარდა. მაშინვე წარმოვიდგინე ლამაზმანი, რომელიც ჩემთან შეხვედრაზე ოცნებობდა. ცოტა ხანში დავმშვიდდი და გადავწყვიტე, რომ მითითებულ ნომერზე დამერეკა.

მობილურში ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა:

– გამარჯობა! ჭარბ წონასთან ბრძოლის კლინიკა…

ასე ჯერ არავინ გამხუმრებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს