ცხოვრებისეული ისტორიები ნამდვილ მეგობრობაზე, რომლებიც გაგაღიმებთ

97

მეგობრები ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს ცხოვრებას უფრო მხიარულს ხდიან და რთულ მომენტებში თავიანთი სიტყვითა და საქმით გვეხმარებიან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელ ისტორიას გაგიზიარებთ.

ახალი მანქანის საყიდლად ფულს დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი, ყოველთვიურად ხელფასიდან გარკვეულ თანხას ვზოგავდი. საკმაოდ კარგი თანხა შემიგროვდა. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ დედამისი გახდა ცუდად და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. ის ფულს ყველას სთხოვდა. ბევრი არ მიფიქრია, ვუთხარი, რომ ბანკში მოსულიყო და ჩემი დანაზოგი მთლიანად მას გადავურიცხე. ჩემი მეგობარი ბავშვივით ატირდა.

ცოტა ხანში გავიგე, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დედა გამოჯანმრთელებას იწყებდა. ჩემი ვალის შესახებ არასოდეს შემიხსენებია. ერთ დღეს ამ მეგობარმა აბანოში დაგვპატიჟა. როდესაც მივედი გაოგნებული დავრჩი, მას მდიდრული სუფრა გაეშალა. იქ იყო ყველა ის მეგობარი, ვისგანაც მან ფული ისესხა. ცოტა ხნის შემდეგ მან ვალების დარიგება დაიწყო.

მან ის მანქანა გაყიდა, რომელსაც ოპერაციამდე მყიდველი არ გამოუჩნდა. თანხის ნაწილი კი ბანკიდან გამოიტანა, რათა მეგობრების ვალი ბოლომდე გაესტუმრებინა. აი, ეს არის მეგობრობა და პატიოსანი სიტყვა.

ჩემი აზრით, სიმდიდრეა, როდესაც შეგიძლია ყველი იმდენი ჭამო, რამდენიც მოგინდება და როდესაც მოგინდება. აზიაში, სადაც ვცხოვრობთ, ყველი ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ მისი ყიდვის საშუალება ყოველთვის არ გვაქვს. ერთხელ ჩემმა ქმარმა თავის მეგობრებს უამბო, რომ ბევრი ყველის ჭამა უნდოდა. ჩემი ქმრის დაბადების დღეზე მათ ოთხი კილოგრამი ყველი მოიტანეს, პირადად მისთვის.

ცოტა ხნის წინ სამუშაოდ ახალ კომპანიაში მოვეწყვე. მთელი დანაზოგი სხვა ქალაქში გადაბარგებასა და ახალი სახლის ყიდვას მოხმარდა. ერთ დღეს შესვენებაზე ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მთხოვა, რომ ბავშვის საჭმელი მეყიდა. მე ვუპასუხე, რომ ფული არ მქონდა და ვინმესგან ვისესხებდი.

საღამოს, მანქანაში ჩაჯდომისას, უკანა სავარძელზე რამდენიმე ქილა ბავშვის საკვები და კონვერტი დამხვდა, რომელშიც ფული იდო. როგორც ჩანს, ჩემმა უფროსმა შემთხვევით ჩემი საუბარი მოისმინა და გადაწყვიტა, რომ დაგვხმარებოდა. იმ მომენტიდან ჩემი ახალი სამსახურით და მისი ხელმძღვანელობით ვამაყობ.

მე და ჩემი მუღლე ახალ ბინაში გადავედით და მაშინვე გადავწყვიტეთ დიდი წვეულების მოწყობა. მეგობრებს ყველაფერი მოჰქონდათ, რასაც მსგავს შემთხვევებში ჩუქნიან. ეს იყო ჭურჭელი, სამზარეულოს ნივთები, ტექნიკა და სხვა. ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა საყოფაცხოვრებო ქიმიით სავსე ყუთი გვაჩუქა. ყუთში სხვადასხვა სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ღრუბლები, ჯაგრისები და სხვა მსგავსი ნივთები იდო. თავდაპირველად ამ საჩუქრის არსს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ძალიან მადლიერი ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე აქამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით და არ ვიცოდით, რა გვჭირდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ერთხელ წონაში დაკლება გადავწყვიტე. ინტერნეტში თანამოაზრეების ჯგუფში გავერთიანდი, სადაც ჩემივე ასაკის ორი გოგონა გავიცანი. ჩვენი მიზნისკენ ერთად მივისწრაფოდით, ერთმანეთს ვწერდით და გამოცდილებასა და სხვადასხვა საიდუმლოებებს ვუზიარებდით. მოკლედ, ძალიან დავმეგობრდით. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენგანმა სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ჩვენი მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდა.

ერთი მეგობარი გვყავს, რომელიც ჩვენში ყველაზე ძუნწად ითვლება, მაგრამ ჩვენ ის სხვა თვისებების გამო გვიყვარს და მის ამ ნაკლზე თვალს ვხუჭავთ. ერთხელ მანქანა დამეჯახა და ფული დამჭირდა. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჩემგან შორს არიან. მე მას დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მან სამედიცინო პროცედურების თანხა იმ დღესვე გადაიხადა. როდესაც ჩემს მოსანახულებლად მოვიდა, პალატის კარი დაკეტა და მითხრა, რომ ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო. ძალიან გამიკვირდა, მას ჩემთვის არასოდეს არაფერი უჩუქებია.

სახლიდან მრავალი კილომეტრის მოშორებით ვმსახურობდი. მე და ჩემი მეგობარი ერთი შემთხვევის წყალობით დავმეგობრდით. ჩვენ ერთმანეთის მოპირდაპირე პუნქტებში ვიდექით და ერთმანეთს თითებით ვესროდით.

დისკოთეკაზე მთვრალი მივედი. შესასვლელთან ბიჭი იდგა და ჩემი შეშვება არ უნდოდა. მე მთვრალი ვიყავი, ის ფხიზელი. მე ძალიან მინდოდა შესვლა, მას კი ძალიან არ უნდოდა ჩემი გატარება. მე მას მხარზე დავარტყი, მანაც მიპასუხა. სწორედ ასე დავმეგობრდით.

მე და ჩემმა ახლად გაცნობილმა მეგობარმა ერთად დავლიეთ. მთვრალებმა ერთი შეკვრა ლატარეის ბილეთები ვიყიდეთ. ერთმანეთს დავპირდით, რომ მოგებას შუაზე გავიყოფდით. მე 2 000 მოვიგე და ნახევარი მას გადავურიცხე. მას არაფერი მოუწერია. ჩემი შეყვარებული მეჩხუბებოდა, რომ ეს არანაირი მეგობრობა არ იყო. ერთი დღის შემდეგ ჩემი მეგობარი კონვერტით მოვიდა, რომელშიც 5 000 იდო. აღმოჩნდა, რომ მასაც გაუმართლა.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დურგალია. თითქოსდა, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ასეთი ნაცნობის ყოლას, მაგრამ ნუ იტყვით. როდესაც ცუდად ვარ და ჯანმრთელობაზე ვწუწუნებ, ის ყოველთვის მამხნევებს და მეუბნება, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზ და ხარისხიან სასახლეს დაამზადებს. გული მაშინვე მითბება.

ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ჩვენი აივნები გვერდიგვერდაა. ბავშვობაში იქ ძალიან დიდ დროს ვატარებდით, ერმანეთს ველაპარაკებოდით, ვიცინოდით. ერთხელ მამაჩემს გასაღები სახლში დარჩა და გადაწყვიტა, რომ სახლში ჩემი მეგობრის აივნიდან გადასულიყო. ამ დროს ჩვენთვის ახალი ჰორიზონტი გაიხსნა, ერთმანეთთან აივნიდან გადავდიოდით.

მეგობარი გარდამეცვალა. ვცდილობ, რომ სასაფლაოზე რეგულარულად მივიდე. როდესაც მივდივარ, საათობით ველაპარაკები და ახალ ამბებს ვუყვები. წამოსვლისას კი ვეუბნები, რომ მალე აუცილებლად შევხვდებით.

ბავშვობაში სოფლის საპირფარეშოში ჩავვარდი. დიდხანს ვყვიროდი, სანამ ჩემი ხმა ერთმა გამვლელმა ბიჭმა არ გაიგონა. ის დამეხმარა და ჩვენ უკვე მრავალი წელია მეგობრები ვართ. ის ამ ისტორიას დღემდე მახსენებს.

ერთხელ დისკოთეკაზე წასასვლელად ვემზადებოდი და შემთხვევით თმის სახვევით კისერი დავიწვი. ჩემთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო, რადგან კისერზე უზარმაზარი ბუშტუკი გამიჩნდა. მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი, რომ მე სახლში ვრჩებოდი. ერთი საათის შემდეგ ჩემი დაქალები მოვიდნენ და კისერზე ასეთივე ბუშტუკები ჰქონდათ. მათ სპეციალურად დაიწვეს კისერი, რათა ყველას ერთნაირად გვქონოდა. ყველა ერთად წავედით. ეს შემთხვევა არ მავიწყდება.

ერთი მეგობარი გვყავდა, ინა. სკოლის შემდეგ ყველა სხვადასხვა ქალაქებში გავიფანტეთ. ინა დედაქალაქში გაემგზავრა. მშობლიურ ქალაქში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. როდესაც ჩამოდიოდა და რომელიმე ჩვენგანს ხვდებოდა, გამარჯობას არ ეუბნებოდა. ყველა ამბობდა, რომ ის ამპარტავანი გახდა.

ერთხელ ინა მეც შემხვდა. გადავწყვიტე, გამოვლაპარაკებოდი და გამეგო ასე რატომ იქცეოდა, საქმე რაში იყო. რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდა ჩემთან შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ინას თითქმის მთლიანად დაეკარგა მხედველობა და ვერავის ამჩნევდა, სანამ არ დაუძახებდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს